სამშობლოს მსახურების ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილის სახელით არ დამთვრდება- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 13:54, 06 May, 2016     2227
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კასპის რაიონში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლმუზეუმი დაათვალიერა და

ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

"ღვაწლი, რომელიც წმინდა გიორგიმ თავის დროზე მოწამეობრივად გაიარა არაერთხელ განმეორებულა ჩვენი ერის ისტორიაში. არაერთი ადამიანი ყოფილა, რომელსაც იგივე იდეალით უცხოვრია. ყოფილა მებრძოლი, იარაღით ხელში და ამავე დროს ემსახურებოდა ყველაზე ნათელ იდეალებს, ემსახურებოდა სამშობლოს - საქართველოს.

ერთერთი ასეთი ადამიანი იყო ჩვენი ქვეყნის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც დაიბადა სწორედ აქ, სოფელ სასირეთში და თავის სამშობლოს სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა.

ბუნებრივი იყო, რომ გიორგობას აქ მოვსულიყავით. მე დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა გიორგის ღვაწლი მახვილით ხელში, სამშობლოს მსახურების ღვაწლი არ დამთვრდება გიორგი მაზნიაშვილის სახელით.

ეს ღვაწლი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც აქ, კასპში, საქართველოს სხვა სოფლებში და ქალაქებში ჩვენთან ერთად ზეიმობენ მომავალი გენერლები, მომავალი მხედართმთავრები და მომავალი ჯარისკაცები.

სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ამაყად ვიზეიმეთ ქართული არმიის 25 წლისთავი. იქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და მშვიდობას მსოფლიოს მასშტაბით იცავენ. ეს ძალა ჩვენს ერს აქვს და ეს ძალა არასდროს გაჩერდება. ამ ძალამ მოგვიყვანა დღემდე პატარა ერი. არა მხოლოდ როგორც კულტურა, არამედ როგორც სახლმწიფო.

გაუმარჯოს გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას. გაუმარჯოს მის საქმეებს და გაუმარჯოს იმ მომავალ საქმეებს, რომელსაც აქ მდგომი ადამიანები გაუკეთებთ და შესწირავთ სამშობლოს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს და საქართველოს!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები ფიქრია ჩიხრაძე და ელენე აბაშიძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42