პანორამა თბილისი, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი ქალაქში - დიმიტრი მოსულიშვილი
პოლიტიკა - 13:52, 06 May, 2016     3604

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის გასხვისებასთან დაკვშირებით მორიგი განმარტებები გაკეთდა თბილისის მერიაში. დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, პროცესი კანონის დაცვით ჩატარდა. მისივე თქმით აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

აღნიშნულ ბრიფინგზე თბილისის მერი, დავით ნარმანიაც იმყოფებოდა, თუმცა, მას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების შესახებ დღეს განმარტება აღარ გაუკეთებია.

თუმცა, დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, ტერიტორია ნებისმიერი ინვესტორისთვის მიმზიდველია, რადგან იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებელია. მისივე განმარტებით, ტერიტორიის მფლობელი გახდა კომპანია, რომელსაც იმ თანხის გადახდის შესაძლებლობა ჰქონდა, რომელიც აუქციონის წესით იყო დასახელებული.

მოსულიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და სარეკრეაციო ადგილების მოწყობა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ 29 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით აუქციონი მხოლოდ ერთი მსურველის პირობებში ჩატარდა. საბოლოო ჯამში ეს ტერიტორია თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა.

„არქიტექტურული სამსახური აუქციონში არ არის ჩართული და აუქციონებს არ ატარებს, ზოგადად მერიის პოზიციაა, საკმაოდ ბევრი ტერიტორია გამოდის აუქციონზე, დღის განმავლობაში. მათ ჰყავთ სხვადასხვა მყიდველები, შესაბამისად დიდი ტერიტორიის მყიდველი იქნებოდა, შეძლებული კომპანია. ამ ტერიტორიის გარშემო იქნება კიდევ შესყიდვის უამრავი სურვილი“, - განაცხადა მოსულიშვილმა.

დედაქალაქის მერიაში დავით ნარმანიამ და არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელმა თბილისში ქაოტური მშენებლობების წინაშე მერიის მიერ მომზადებული წესი გაასაჯაროვეს. ამ წესის მიხედვით, იკრძალება K2 კოეფიციენტზე ნებართვების გაცემა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სანამ თბილისის გენერალური გეგმა არ დამტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა შეიზღუდება.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქის მერიის დავალებით ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე, მაგრამ გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში და ძირითად მჭიდროდ დასახლებულ უბნებში შეიზღუდოს, განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაცემა, ანუ გაზრდა და წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა, რამაც ქაოტურ მშენებლობებამდე მიგვიყვანა, ახალი გენერალური გეგმის მიღებამდე შეზღუდული იქნება. ეს იქნება საბურთალოს ძირითადი ნაწილი, ვაკე, დიდუბის ნაწილი, წერეთლის გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ასევე შეეხება ისნის რაიონს, მთაწმინდა-კრწანისის რაიონს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

არქიტექტურის სამსახრის ხელმზღვანელის განცხადებით, „პანორამა თბილისი“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც დედაქალაქში განხორციელდება.

პანორამა თბილისი, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი ქალაქში. ცენტრალურ უბნებში იყო ასეთი პრაქტიკა, სადაც თითოულ ნაკვეთზე ხდებოდა პარამეტრის მომატებაზე მსჯელობა, ანუ ცალ-ცალკე ნაკვეთებზე, რაც განაშენიანებაში ქმნიდა დისკომფორტს, არ ხდებოდა მიმდებარე ტერიტორიების სიმჭიდროვის გათვალისწინება და ამის გამო იქმნებოდა გარკვეული ურბანული დისონანსი. მეორეს მხრივ, აუცილებლობა მოიტანა იმან, რომ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, გენერალური გეგმის პირველი ნაწილის, ორი ეტაპი დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი რეალური სიტუაციის ანალიზი დაიდო“, - განაცხადა მოსულიშვილმა.

მერიაში აცხადებენ, რომ თბილისში ქაოტური მშენებლობების წინააღმდეგ მომზადებული დოკუმენტი თბილისის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება, ჯერჯერობით უცნობია, დეპუტატები დაუჭერენ თუ არა მხარს წარდგენილ წესს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42