IPM: მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის მოლოდინი ნეგატიური, საშუალო ინდექსი კი რეკორდულად დაბალია
პოლიტიკა - 11:56, 06 May, 2016     1021
აპრილის თვის შედეგები

„აიფიემი“ აგრძელებს მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. ცნობისათვის, კომპანია ზომავს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც მთავრობის მიმდინარე საქმიანობის შეფასებაა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამავე პროექტის ფარგლებში, იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც წარმატების მოლოდინის ინდექსს უწოდებენ, ,,ამ ორი მაღლა აღწერილი ინდექსის ბაზაზე ითვლება მთავრობის რეიტინგი, მისი ცალკეული საქმიანობების მიხედვით. სხვა ტექნიკური ინფორმაცია იხილეთ სტატიის ბოლოს“ - აღნიშნავს „აიფიემ“ კვლვებში.

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

იანვარის თვესთან შედარებით, თითქმის ყველა დარგში აღინიშნება მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსის კლება. ყველაზე მკვეთრი ვარდნა - 3 ერთეულით - დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება/ჯარის და მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულების მიმართულებით.

GS Index - მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

შედარებითი გრაფიკი

წარმატების მოლოდინის ინდექსი

წარმატების მოლოდინის ინდექსმა, მსგავსად წინა ინდექსისა, ასევე განიცადა ვარდნა თითქმის ყველა მიმართულებით. მხოლოდ საგარეო ურთიერთობების დარგში აიწია მაჩვენებელმა ერთი ერთეულით. ინდექსის მაჩვენებელმა ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა დასაქმებისა და ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება/ჯარის მიმართულებით (-2 პუნქტი)

წარმატების მოლოდინის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ჯანდაცვის სფეროს ახასიათებს.

GS Index - წარმატების მოლოდინის ინდექსი

შედარებითი გრაფიკი

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

მაღლა მოცემული ორი ინდექსური ბაზის საფუძველზე ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.

ამ ინდექსში დადებითი ცვლილება დაფიქსირდა მხოლოდ საგარეო ურთიერთობების მხრივ (+1). ასევე ერთი ერთეულით, ოღონდ უარყოფითი მიმართულებით, მაჩვენებელი შეიცვალა დასაქმების, სოციალურად დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვის და პოლიციიც დარგში.

GS Index - მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

შედარებითი გრაფიკი

ტრადიციულად, გიჩვენებთ ცხრილს, სადაც მოცემულია თითოეული მიმართულებით მთავრობის საქმიანობის რეიტინგის დინამიკა ბოლო 1 წლის განმავლობაში.

სოციალურად დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვის მიმართულებით გრძელდება რეიტინგის სტაბილური მონოტონური კლება. რეიტინგის ზრდის ტენდენცია შეინიშნება საგარეო ურთიერთობების დარგშიც.

ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი

ქვემოთ გრაფიკებზე მოყვანილია ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი ყველა საკვლევი მიმართულებით.

ამ თვეში მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის საშუალო ინდექსი რეკორდულად დაბალია და შეადგენს უკვე -10.6-ს, რაც შარშანდელ ამ თვის მაჩვენებელს 2.1 პუნქტით ჩამორჩება. ასევე, საგრძნობლად დაიკლო მოლოდინის ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა (-3.4). უნდა აღინიშნოს, რომ ივლისის შემდეგ ეს მაჩვენებელი პირველად ჩამოცდა -3- ს.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი, ივლისის შემდეგ, განაგრძობს ვარდნას - ამ თვეში ინდექსის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 7.5-ს. ეს ასევე, წინა ინდექსების მსგავსად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

ტექნიკური ინფორმაცია

კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:

• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი;

• წარმატების მოლოდინის ინდექსი;

• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი;

კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2016 წლის აპრილის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:

• ჯანდაცვის სფერო;

• განათლება და მეცნიერება;

• ეკონომიკური საქმიანობა;

• დასაქმება;

• სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე) ზრუნვა;

• საგარეო ურთიერთობები;

• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი;

• პოლიცია;

• ადამიანის უფლებები;

• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი;

ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში, ერთი თვის განმავლობაში, განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.

წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42