მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ქართველი ხალხი იმსახურებს, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობითუახლოეს მომავალში ისარგებლოს. საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს,ასევე, მის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები და ქვეყანაში არსებული მედიაგარემომიმოხილეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში 6 მაისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






