ამერიკის შეერთხებული შტატების სამხედრო მძიმე ტექნიკა უკვე ვაზიანშია
პოლიტიკა - 19:20, 05 May, 2016     5539

ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა უკვე ვაზიანშია. 8 ერთეული M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“, 7 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი", სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, ასევე სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა ფოთის პორტიდან ვაზიანის მიმართულებით ეშელონებით დღეს დილით გამოიგზავნა.
ვაზიანში ეშელონებიდან ტექნიკის გადმოტვირთვას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრნენ. მოგვიანებით გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ანა დოლიძე სწავლებაში მონაწილე ლოგისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ქართველ და ამერიკელ ოფიცრებს გაესაუბრნენ და წარმატებები უსურვეს.
„შემოსულია როგორც საბრძოლო, ასევე უზრუნველყოფის ტექნიკა - ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, სამეთაურო მანქანები, გადასაადგილებლად მსუბუქად დაჯავშნული და მსუბუქი მანქანები. საკმაოდ მრავალფეროვანი ტექნიკა და საბრძოლო სისტემებია. რაც მთავარია, ჩამოსულია სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებები, ლოგისტიკური საშუალებები, რაც საშუალებას მოგვცემს საკმაოდ რთული, კომპლექსური სწავლების ჩატარება განვახორციელოთ. სწავლების სცენარით გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეალობა, ის ახალი ტიპის საომარი და საბრძოლო საფრთხეები, რაც ამჯერადაა მსოფლიოსა თუ რეგიონში. ეს სწავლება უკვე დაწყებულია, ვინაიდან გადმოტვირთვას, ტრანსპორტირებას და გადმოყვანას, შესაბამისი თავისი საბრძოლო ამოცანა და საბრძოლო ფუნქცია გააჩნია. ჯერ-ჯერობით ჩვენმა ლოგისტიკოსებმა წარმატებით გაართვეს თავი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწავლება ორივე მხარისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება,“ - აღნშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ანა დოლიძემ სწავლების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „წვრთნას ჰქვია „ღირსეული პარტნიორი“ და თავად დასახელება მიგვანიშნებს მის შინაარსზე. ეს წვრთნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტად დაგვაახლოვებს ნატოს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან, რომელიც წელს პირველად მონაწილეობს ამ წვრთნებში. ეს სწავლება აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ხელს უწყობს რეგიონის უსაფრთხოების ამაღლებას“.
აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა. ფოთის პორტიდან დისლოკაციის ადგილამდე ამერიკული ტექნიკისა და ამერიკელი სამხედროების გადმოსროლა ქართველმა სამხედრო ლოგისტიკოსებმა უზრუნველყვეს.
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა.
ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.
„სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის დიდი ნაწილი საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ძირითადად ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მე-3 ქვეითი ბრიგადის აღჭურვილობა და მექანიზირებული ტექნიკა - ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები", სხვადასხვა სახის ჯავშანმანქანები, მათ შორის სამეთაურო-საშტაბო მანქანა. დღეს საღამოს კი კიდევ დამატებითი სპეციალური ტექნიკა ჩამოვა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42