"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ მხარს რომელიმე კონკრეტულ მოდელს არ ვუჭერთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შეთანხმების პროდუქტს, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური ძალებიჩამოყალიბდნენ ერთნაირად მისაღებ, უფრო უმჯობეს საარჩევნო გარემოზე და საარჩევნო წესებზე. თუ პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდება იმაზე, რომ ე.წ. გერმანული მოდელი ან მისი რაიმემოდიფიცირებული მოდელი, არის პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილისთვის მისაღები, ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში, მივცეთ უფრო მეტი დინამიკა ამ პროცესს. მეტიც,მზად ვართ ჩავერთოთ მმართველ კოალიციასთან დიალოგშიც. ძალიან გვინდა, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს უფრო მაღალი თანხმობის, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის, უფრო უკეთესისაარჩევნო გარემოს პირობებში. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი და ამ ინტერესის თაობაზე იყო სწორედ დღეს საუბარი“-განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ"- აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.
"ჩვენ მზად ვართ დაუჭიროთ მხარი იმ ვარიანტს რომელზედაც ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდება"- თქვა თარხნიშვილმა.
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო უმცირესობის როლზე.
მისი თქმით, ე.წ გერმანული მოდელის ინიცირებაზე აქტიურად საუბრობენ იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებმაც კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვეს.
"ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, თუმცა არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მომავალ კვირამდე გარკვეული სამუშაოები იქნება გაწეული და თქვენთან ერთად მომსწრენი გავხდებით ძალიან საინტერესო პროცესის საქართველოს პარლამენტში სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით"- აღნიშნა კაციტაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა კი აცხადებს, რომ კომპრომისის მიღწევა საპარლამენტო პარტიებთან შესაძლებელია.
"საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებელია პარლამენტში რევოლუციური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ეს ძირითადად ეხება ე.წ გერმანულ მოდელს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულება არსებობს იმ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, რომლებიც დღეს არ არიან უმრავლესობის წარმომადგენლები"- თქვა ბაჩუკი ქაედავამ.
"თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია ირაკლი ჩიქოვანმა გაახმოვანა.
"ჩვენ არ ვუარყოფთ იმ ინიციატივას, რომელიც 200 000 ჩვენი თანამოქალაქის ხელმოწერით იქნა ინიცირებული, თუმცა ეს იმედი იწურება, რადგან ხელისუფლება მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენს"- აღნიშნა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრისას მხარეებმა იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც დღევანდელი ეტაპისთვის არსებობს საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
რაც შეეხება ინტერპარტიული ჯგუფის მიერ შთავაზებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას (გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელი), რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული სისტემა არ უქმდება, თუმცა მანდატთა გადანაწილება ოლქებზე არჩევნების შემდეგ მიღებული ხმების შესაბამისად მოხდება.
ამ ინიციატივის განსახორციელებლად ინტერპარტიულ ჯგუფს პარლამენტში 76 ხმის შეგროვება სჭირდება.
აღნიშნული რაოდენობის ხმის მოპოვება შესაძლებელია თუ გერმანულ მოდელს რესპუბლიკური პარტია და ეროვნული ფორუმი მხარს დაუჭერს.
ცნობილია რომ შერეული პროპორციული სისტემის მომხრეა საპარლამენტო უმცირესობაც. ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატებისა და გირჩის წევრები მზად არიან, კონსესუსის შემთხვევაში ე.წ. გრმანულვარიანტს მხარი დაუჭირონ. ინიციატივას სავარაუდოდ რესპუბლიკელებიც დაუჭერენ მხარს.
"თუ 2016 -ში კონსტიტუციური ცვლილებები ძალაში ვერ შევა და ამის ალბათობა მაღალია, იმიტომ რომ ოცნება მხარს არ უჭერს და ის 113 ხმა არ გროვდება, მაშინ ბუნებრივია დადგება საკითხები არსებულ კონსტიტუციურ ჩარჩოებში არსებობს თუ არა უკეთესი, უფრო დემოკრატიული, უფრო სამართლიანი, ისეთი მოდელი, რომელიც შესაძლოა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






