საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა ფიქრია ჩიხრაძემ და კახა კოჟორიძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისწარმომადგენლებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართეს.
შეხვედრისას მხარეებმა იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც დღევანდელი ეტაპისთვის არსებობს საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაპოლიტიკური პარტიების ლიდერების მოსაზრებები მოისმინეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით:
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ მხარს რომელიმე კონკრეტულ მოდელს არ ვუჭერთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შეთანხმების პროდუქტს, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური ძალებიჩამოყალიბდნენ ერთნაირად მისაღებ, უფრო უმჯობეს საარჩევნო გარემოზე და საარჩევნო წესებზე. თუ პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდება იმაზე, რომ ე.წ. გერმანული მოდელი ან მისი რაიმემოდიფიცირებული მოდელი, არის პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილისთვის მისაღები, ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში, მივცეთ უფრო მეტი დინამიკა ამ პროცესს. მეტიც,მზად ვართ ჩავერთოთ მმართველ კოალიციასთან დიალოგშიც. ძალიან გვინდა, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს უფრო მაღალი თანხმობის, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის, უფრო უკეთესისაარჩევნო გარემოს პირობებში. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი და ამ ინტერესის თაობაზე იყო სწორედ დღეს საუბარი“-განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






