მერიამ გუდიაშვილის მოედნის არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გამართა
პოლიტიკა - 17:44, 05 May, 2016     1439
თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის ორგანიზებით, ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. „ღვინის ქარხანა N1“-ში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, მისი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, პროექტთან დაკავშირებული პროცესები მაქსიმალურად ღიად, გამჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობით მიმდინარეობს.

„საერთაშორისო კონკურსის გზით შეირჩა წარმოდგენილი პროექტებიდან საუკეთესო, შესაბამისად, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ პროექტები კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით განხორციელდეს, რაც მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისთვის და მეორეს მხრივ, ამ ტერიტორიის მიმზიდველობის გაზრდისთვის, ვინაიდან, ეს ტურისტული თვალსაზრისითაც არის ძალიან საინტერესო. პროექტის განხორციელება მოგვცემს საშუალებას, რომ ამ ტერიტორიის მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება,“- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი თბილისის განვითარების მერ 2016 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო გუდიაშვილის მოედანზე - გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და აბო თბილელის N3 - ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის და ისტორიულ გარემოსთან ადაპტირებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.

აბო თბილელის N3/8-სა და N3-ში გაიმარჯვა "ატელიერ არქიტეტქს"-მა - რატი ჩომახიძემ და ვახტანგ კასრელიშვილმა, ხოლო გია აბესაძის ქ. N23/1-ში საუკეთესო პროექტი არქიტექტორთა ჯგუფმა : დავით ავალიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიძემ და ლევან კალანდარიშვილმა წარმოადგინა. გამარჯვებულები დავით ნარმანიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

კონკურსის შედეგად, მომზადდა ისეთი პროექტები, რომლებიც თავისი ფუნქციით, ფორმებით და მასშტაბით გუდიაშვილის მოედნის განაშენიანების შესატყვისია. პროექტების მიხედვით, გუდიაშვილის მოედანზე შეიქმნება ახალი, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები, რომლებსაც კულტურული და საზოგადოებრივი ფუნქციური დატვირთვა ექნება.

ახალი თანამედროვე შენობები, ხელს შეუწყობს ისტორიული უბნის განვითარებას, ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას და გუდიაშვილის მოედნის არეალის გამოცოცხლებას.

საკონკურსო წინადადების მიხედვით, გია აბესაძის ქუჩა N23/1 - ში მოეწყობა გალერეა, ხოლო აბო თბილელის ქ.3/8-სა და აბო თბილელის ქ.3-ში სასტუმროს, კაფე-ბარის, პარკინგის და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეები განთავსდება.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო კონკურსში მონაწილე 21 არქიტექტურული ნამუშევარი. პროექტების პრეზენტაციას თბილისის მერთან ერთად, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სპეციალისტები და პროექტის ავტორები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42