მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის კუთვნილი 2 ნახევარი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაური იყო. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რეზო ხარაზი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან აღნიშნულ საკითხზე ახსნა- განმარტებებს ითხოვდა.
ხარაზმა თავდაპირველად რექტორთან შეხვედრა ვერ მოახერხა და უნივერსიტეტის შენობაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთების გამო ერთ-ერთ ლექტორთან დაპირისპირება მოუვიდა. მოგვიანებით ენმ-ს წევრმა რექტორთან შეხვედრა შეძლო, თუმცა მისი თქმით კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით მწვანე კონცხზე არსებული კორპუსი არ გასხვისებულა, რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე იმიტომ მიიღეს, რომ მთავრობა სანაცვლოდ ჩაქვში უმაღლესი საბჭოს შენობის გადაცემას დაჰპირდა.
მასალის გამოყენების პირობები






