ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ბაღისთვის სასარგებლო ქმედებად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს გარემოს დაცვითი, ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველობის გაზრდას:
„გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმას, რომ ერთის მხრივ ეს ტერიტორია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს მომავალში და როგორც გარემოს დაცვითი თვალსაზრისით ასევე ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით მეტად გაიზარდოს მისი მიმზიდველობა და აღნიშნული ქმედებების შედეგად თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა მეტი სარფგებელი ნახა, გაცილებით უკეთესი ტერიტორია მიიღო ვიდრე ქონდა.“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, შპს „ფინსერვისი XXI”-ს 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა, რომლის საფუძველზეც კომპანიასა და ბოტანიკურ ბაღს შორის ტერიტორიების გაცვლა მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






