საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებასთან დაკავშირებით, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა:
„ეს არის სისხლიანი რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ხელი აქვს გასვრილი საკუთარი მოქალაქეების სისხლში და რომელსაც ჰყავს ავტორიტარი ბელადი ქვეყნიდან გაქცეული, მიხეილ სააკაშვილის სახით. ასე რომ გიორგი ვაშაძეს ეს ცოტა ადრე უნდა გაეკეთებინა, ვინაიდან იყო ასეთი პოლიტიკური გუნდის წევრი ამ ხნის განმავლობაში, ეს ნიშნავს პოლიტიკურ ხარაკირს, ზურაბ ადეიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვიტა დამოუკიდებელი მოქმედება, იცით, რომ გიორგი ვაშაძე განეკუთვნება პარლამენტში ზურაბ ადეიშვილის ფრთას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა პოზიცია აქვს ამ დროისთვის დავით კეზერაშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ დამფინანსებელს“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






