გიორგი ვაშაძე ირწმუნება, რომ პარტიის დატოვების მიზეზი არა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები არამედ პარტიის განახლების საკითხებზე ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებთან შეუთანხმებლობა გახდა.
ვაშაძემ კონკრეტულად დაასახელა ის პირები, რომლებთანაც მას პოლიტიკური შეუთანხმებლობა ქონდა, ესენი არიან გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და დავით ბაქრაძე.
თავის მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
,,გიორგი ვაშაძემ პარტია სიის ათეულში ვერმოხვედრის გამო დატოვა“ - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადების შინაარსი.
"ნიუპოსტი" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს , მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა. მისი თქმით, ვაშაძეს ამბიციები არ დაუკმაყოფილეს ამიტომ განაწყენდდა.
- ვაშაძე აცხადებს, რომ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე...
- როგორც ჩანს ამბიციებმა გადასძლია... პარტია არ არის ის გვარები, რომელიც გაბრაზებულმა ვაშაძემ დაასახელა. არც ბოკერია, არც გაბაშვილი, გოგორიშვილი თუ მაჭავარიანი არ არის "ნაციონალური მოძრაობა". პარტია არის ის ათასობით ადამიანი, რომლებმაც გვიერთგულა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საშინელება გაიარა, როცა დაკითხვებზე ატარებდნენ და ბევრი ლიდერიც უკანონოდ ჩასვეს ციხეში. ეს ხალხი არ გატყდა განსხვავებით ზოგიერთი პოლიტიკოსისგან. რთული პერიოდი გავლილია დღეს უკვე "ქართული ოცნების" დასრულებისთვის ვიბრძვით. "ნაციონალური მოძრაობა" არის ნომერ პირველი პარტია ყველა საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად. მმართველ პარტიასა და ჩვენს შორის 1 % იანი განსხვავებაა.
- რატომ დატოვა "#1 პარტიის" რიგები საკმაოდ გამოცდილმა და შემდგარმა პოლიტიკოსმა?
- ,გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" სიის ათეულში ვერმოხვედრის გამო დატოვა. ამბიციამ სძლია.
- მხოლოდ ეს მიზეზი იყო ბატონო მიხეილ? შიდა დაპირისპირება თუნდაც დასახელებულ გვარებსა და ვაშაძეს შორის არ არსებობდა?
- ვაშაძის მოთხოვნა იყო ბოლო წვეთი. იგივე ამბიცია ჰქონდა მას თბილისის მერობის კანდიდატობაზეც. მას უნდოდა უალტერნატივობა. არ ეთანხმებოდა პრაიმერიზს და გაერიდა ამ პროცესს. არ მინდა ამ კაცზე და ამ თემაზე საუბარი. წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ეჭვი მეპარება იმ ადამიანის წარმატებაში, რომელიც თანამებრძოლებს ღალატობს.
ჩვენ ვიცოდით მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ, სხვათა შორის მისი მეგობრები ურჩევდნენ არ გაეკეთებინა ეს განცხადება. მას არანაირი გარანტირებული ადგილი არ ქონია, არც მას და არც მაჭავარიანს არ ჰქონდა რაიმე გარანტირებული.
_ცნობილი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის გადაწყვეტილება, რომ ვაშაძე ათეულში ვერ მოხვდებოდა?
_სააკაშვილი არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ის მხოლოდ კონსულტაციებში ღებულობს მონაწილეობას. ეს იცოდა მიშამაც და მთელმა პარტიამაც.
_ვინ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ათეულში?
_პოლიტსაბჭომ ერთი თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ათეული იქნებოდა მხოლოს ახალი სახეებით, საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ პოლიტიკისთვის ახალი ხალხი. პლუს პარტიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე და ნიკა მელია, რომელიც მე ვთვლი, რომ მართლა კარგი მონაპოვარია ჩვენი პარტიისთვის.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






