საპარტნიორო ფონდს ესპანური კომპანია DERAZA IBERICO-ს დელეგაცია ეწვია
პოლიტიკა - 12:28, 05 May, 2016     773

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჰამონის მწარმოებელი, ცნობილი ესპანური კომპანია DERAZA IBERICO-ს ოფიციალური დელეგაცია მიიღო. კომპანია DERAZA IBERICO ესპანეთში იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმებს ფლობს და ხორცპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ესპანური კომპანია საქართველოში კახური ღორის ჯიშებით და საერთაშორისო ბაზრებზე მათი კომერციალიზაციით არის დაინტერესებული.

DERAZA IBERICO-ს დელეგაციას კომპანიის დამფუძნებელი რეხინო დიაზ დელ რიოსა ხელმძღვანელობს. კომპანიის წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. რეხინო დიაზ დელ რიოსა ქართული ღორის ჯიშების მოძიებას და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტირებას გეგმავს.

საპარტნიოორო ფონდში გამართულ შეხვედრას საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია DERAZA IBERICO-ს მიერ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს. ესპანური კომპანიის DERAZA IBERICO-ს დელეგაციის წევრები ქვეყნის რეგიონებში ვიზიტს, ფერმერებთან შეხვედრებსა და მეცნიერული კვლევის მიზნით ცნობილი ქართული ჯიშის ღორების შესყიდვას გეგმავენ.

საქართველოში DERAZA IBERICO-ს დელეგაციის ვიზიტი საპარტნიორო ფონდის მიერ ესპანეთში გამართული საქმიანი შეხვედრების დროს დაიგეგმა. ესპნური კომპანია DERAZA IBERICO-ს დამფუძნებელს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძრვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესპანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ. ფონდის წარმომადგენლებმა ცნობილი ესპანური ჰამონის მწარმოებელი კომპანია DERAZA IBERICO მოინახულეს და საწარმოო პროცესი დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42