„დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს იმედი. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით რომ ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა, ამისთვის კი საჭიროა ივანიშვილის მთავრობის დასრულება. ამის გაკეთება შეუძლია ახალ თაობას. ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ახალი ორგანიზმისა ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირე და ემსახურება პარტიის მცირე ჯგუფის ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები : გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.
მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე საარჩევნო სიაში და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში. მე არ მჭირდება სკამი პარლამენტში მე მინდა წარმატებული საქართველო.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






