ინტერპარტიული ჯგუფი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე კონსულტაციებს მართავს
პოლიტიკა - 11:47, 05 May, 2016     1152
სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ინტერპარტიული ჯგუფის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრამდე იმ საკითხებს კიდევ ერთხელ განიხილავს, რაზეც პრეზიდენტის სასახლეში მსჯელობა გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ ე.წ. გერმანული მოდელს, ამომრჩეველთა სიებს და არჩევნების თარიღის დანიშვნას.

ე.წ. გერმანული მოდელი, რომ პარლამენტში გავიდეს საჭიროა 76 ხმა.

როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აცხადებენ, ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს. კერძოდ - "რესპუბლიკელებთან" და "ეროვნულ ფორუმთან".

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩანიშნულ შეხვედრას, ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

"სამი ძირითადი თემაა, რომლის განხილვაც არის დაგეგმილი შეხვედრაზე. უპირველესია კვლავ სისტემა და აქ საუბარია ე.წ გერმანულ მოდელზე, რახან ხელისუფლებას არგუმენტად ვადები მოჰყავს, ჩვენ ვთავაზობთ შევცვალოთ დათვლის პუნქტი. ეს არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებას"- თქვა ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღი რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გახდეს ცნობილი.

"პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ საშუალება ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ყველაზე მთავარი ჩვენთვის მაინც საარჩევნო სისტემის ცვლილებაა"- აღნიშნა ედპ-ს ლიდერმა.

ცნობისთვის დღეს, 15:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება ინტერპარტიული და 5 საპარლამენტო ჯგუფის (ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი, ეროვნული ფორუმი და რესპუბლიკური პარტია) წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42