"არ ვიცით, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ"- პრემიერი "არჩევანში"ქუმსიშვილის სტუმრობას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 10:49, 05 May, 2016     4507

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ სამი ახალი საწარმო შეიქმნება, - სოფელ მარტყოფში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული მეურნეობის, დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მინერალური პროდუქტების საწარმოს პროექტებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
სოფელ მარტყოფში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერულ მეურნეობას კომპანია „მარტყოფის ბაგა“ ააშენებს რისთვისაც გათვალისწინებული აქვს 2,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია;
1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატის მშენებლობაში;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობაში კი შპს “ასკანგელ ალიანსი” 200 ათას ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7 500 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.
პროექტების ნაწილი უკვე ფუნქციონირებს, მეორე ნაწილი კი იმყოფება იმ ორწლიან ვადაში, როდესაც უნდა დასრულდეს საწყისი ინვესტიციები, რათა კომპანიებმა ფუნქციონირება დაიწყოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს და ფიქრობს, რომ კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება.
მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ კომპანიების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის პროცესში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ თითოეული ასეთი პროექტი განსაზღვრულია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ძალიან ხშირად საჭიროა მეტი ინფორმაციის მიტანა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც რამდენიმე საწარმო ვიზუალურად კარგად წარადგინა.
„სამწუხაროდ მას არ მიეცა საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცით, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მინდა, ყველა თქვენგანს მოვუწოდო, მაქსიმალურად შევეცადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ“, - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42