მიხეილ ჯანელიძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 09:49, 05 May, 2016     1340
2016 წლის 4 მაისს, პრაღაში, ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ეკონომიკური თვალსაზრისით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიცირება. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო რეგიონალურ საფრთხეებსა და გამოწვევებს. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიხეილ ჯანელიძე და პავლო კლიმკინი შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული შეხვედრები და აზრთა ურთიერთგაცვლა ორივე ქვეყნის საერთო, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42