ლადო ბედუკაძეს იმ დროისთვის დაკავებულ თამაზ თამაზაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა - რას იხსენებს ჩხატარაშვილი
პოლიტიკა - 17:09, 04 May, 2016     5133

თბილისის საქალაქო სასამართლოში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც საქმეზე ბრალდებულები იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა არიან.

მოწმის სტატუსით დაიკითხა მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიებას ჰქონდა ვერსია, რომ წამების კადრების გადაღება ორგანიზებული იყო იმჟამინდელი ოპოზიციის მიერ, თუმცა ამის მტკიცებულება იმ დროისთვის არ არსებობდა. ჩხატარაშვილმა ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა:

„შეხვედრა გვქონდა ზურაბ ადეიშვილთან, რომელსაც ვესწრებოდით მე და დავით ჭაკუა. ზურაბ ადეიშვილი იყო გაბრაზებული, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო სტრუქტურას ჰქონდა ციხეში წამების კადრები, აქამდე, როდესაც გვქონდა თათბირები, მუდმივად იყო საუბარი, რომ არსებობდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით და მუდმივად იყო მოწოდება სასჯელაღსრულების წარმომადგენლების მიმართ, რომ აღნიშნულ ინფორმაციებზე მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება. ამიტომაც ზურაბ ადეიშვილი იყო გაბრაზებული, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებობდა წამების კადრები და დაგვევალა მე და დავით ჭაკუას შესაბამისი ზომების გატარება წამების კადრების გამოსავლენად“, - განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა.

მისივე განცხადებით, შესაბამისი ზომების გატარების შემდეგ მოპოვებული იქნა ინფორმაცია, რომ წამების კადრების გადაღება ხდებოდა ვლადიმერ ბედუკაძის მიერ:

„ასევე მოვიპოვეთ ინფორმაცია კადრების შინაარსის შესახებ და ჭაკუამ ასევე მომაწოდა ინფორმაცია, რომ ლადო ბედუკაძეს ჰქონდა ურთიერთობა იმ დროისთვის დაკავებულ თამაზ თამაზაშვილთან. ასევე სხვა პატიმართან ჰქონდა ნალაპარაკევი, რომ წამების კადრების გამოქვეყნებას წინასაარჩევნოდ გეგმავდა. ყველა ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მომდევნო თათბირზე იუსტიციის მინისტრს და დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიება. კერძოდ, უნდა მისცემოდა დავალება კონკრეტულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიმე პატიმრის ცემა და ამის გადაღება უნდა მომხდარიყო, რათა გამოძიებას ჰქონოდა კონკრეტული მტკიცებულებები პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განკარგულების შესრულება დაევალა დავით ჭაკუას და მან მეორე დღეს დამირეკა და მომახსენა, რომ დავალება შესრულებული იყო. ამის შემდეგ პროკურატურის მიერ დაკავებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაახლოებით ათამდე თანამშრომელი, მათ შორის, მაღალჩინოსნები“, - განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42