„ამომრჩეველთა რაოდენობას ორი სახელმწიფო უწყება 650 ათასიანი ცდომილებით გვაწვდის“ - კაციტაძე
პოლიტიკა - 18:21, 04 May, 2016     1354
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობდა, სტატისტიკის სახელმწიფო დეპრატამენტის მიერ გასაჯაროებულ ამომრჩეველთა რაოდენობასა და სამოქალაქო რეესტრის 2016 წლის 1 მაისისთვის დაფიქსირებულ მონაცემებს შორის 650 000 -იან სხვაობაზე საუბრობს და ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვს. ამის შესახებ კაციტაძემ „ახალი მემარჯვენეების“ ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ამავე დროს იგი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომლის დარტყმის ძირითადი სამიზნე 2012 წლის არჩევნების წინ ხელოცნურად „გაბერილი“ ამომრჩეველთა სიები, „ახალი მემარჯვენეები“ და პირადად სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე იყვნენ, დღეს თვითონ იმაზე მეტ ამომრჩეველს აფიქსირებს, ვიდრე მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა კომისიამ დაარეგისტრირა.

მამუკა კაციტაძემ ბრიფინგზე კონკრეტული რიცხვები მოიყვანა, რომელიც სამოქალაქო რეესტრის და სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით დასტურდება.

„ სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით 1 მაისის მდგომარეობით საქართველოში 3 530 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. მათ შორის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი - 60 ათასი, უმისამართო - 30 ათასი და დაუდგენელი რაოდენობა მოქალაქეებისა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. რეესტრის მონაცემებში არ არის ნაჩვენები რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი 98 000 ამომრჩეველი, რომელთათვისაც ხმის უფლების წართმევა არაკონსტიტუციურია, ანუ სამოქალაქო რეესტრის განცხადებით საქართველოში სულ 3 628 000 ამომრჩეველია. 2012 წლის მონაცემებით სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ დაფიქსირებული იყო 3 613 000 ამომრჩეველი, რაც 15 ათასით ნაკლებია დღეისთვის დაფიქსირებულ რაოდენობაზე. აქ დასკვნა ერთადერთია - ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ცილისწამებას ამომრჩეველთა სიის და მისი დაზუსტების კომისიის, პირადად „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მიმართ“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი განსხავებას სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსა და სამოქალაქო რეესტრის მონაცემებს შორის. მისი თქმით სატისტიკის სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით საქართველოში სულ აღწერილია 3 720 000 ადამიანი, მათ შორის 18 წლამდე ასაკის 826 000 ადამიანია, ანუ სულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 2 894 000 ადამიანს.

„სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ამ რიცხვში არ შედის აღწერის მიხედვით საზღვარგარეთ მყოფი 88 000 ადამიანი, მათ შორის 18 წლამდე ასაკის 5 000, ხოლო საარჩევნო ასაკის მქონე - 83 000 მოქალაქე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოში სულ 2 977 000 ამომრჩეველია. განსხვავება ამომრჩეველთა რაოდენობაში სამოქალაქო რეესტრის და სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს შორის - 651 000 ამომრჩეველი - საკმაოდ დიდი სხვაობაა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სერიოზულ გაუგებრობას წარმოშობს,“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძის განცხადებით გარდა ამ პრობლემისა სერიოზული საკითხია ის, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არის რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩეველი, რომელთა რაოდენობა 98 000-ს შეადგენს. ეს ძირითადად საპროტესტო ელექტორატია, რომელმაც ბანკის ვალების და სხვა ფინანსური პრობლემების გამო ბინა დაკარგა და რეგისტრაციის მისამართიდან მოიხსნა. „სწორედ ამ მიზეზით, რომ ეს საპროტეტსო ელექტორატი იყო, ამომრჩეველთა სიიდან ისინი ამოიღო ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს, მაგრამ ჩემი პრინციპული მოთხოვნა იყო მათი სიაში დაბრუნება. ახლა იგივე მიზეზით მათ ხმის უფლებას ართმევს დღევანდელი ხელისუფლება, “- განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა.

კაციტაძე ამბობს, რომ ამ აცდენებმა ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი თქმით, ისედაც არ აკლია სხვა მწვავე საკითხები და გაურკვევლობა. კაციტაძის განცხადებით, გამომდინარე აქედან, ხელისუფლება ვალდებულია სიცხადე შეიტანოს ამ ქაოტურ ვითარებაში.

„ახალი მემარჯვენეები“ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან: 1. შეტანილ იქნას ცვლილება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 185-ე მუხლში და რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილ ამომრჩეველს დაუბრუნდეს საარჩევნო ხმის უფლება. შესაბამისად ისინი შეყვანილ იქნან საარჩევნო სიაში. 2. ცდომილება სამოქალაქო რეესტრისა და სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა რაოდენობას შორის აღმოიფხვრას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მათი დამატებით გადამოწმების გზით. 3. რაც მთავარია, ამომრჩეველთა სიის მიმართ სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნულ პროცესში აუცილებლად უნდა მიღწეული სრული გამჭვირვალეობა საზოგადოების , ჟურნალისტების მაქსიმალური ჩართულობის გზით,“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42