ირაკლი ალასანიამ წყალტუბოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ივანე როყვა წარადგინა
პოლიტიკა - 15:20, 04 May, 2016     1821
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" წყალტუბოს შუალედურ არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო. პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წყალტუბოში შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი ივანე როყვა წარადგინა. "თავისუფალი დემოკრატების" სახელით სოფელ წყალტუბოს თემში კენჭს ივანე როყვა იყრის. "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო ნომერი 33 იქნება.

"ეს არის პირველი არჩევნები, სადაც "თავისუფალი დემოკრატები" დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას და ივანე როყვა არის ის ადამიანი, ვინც ღირსეულად წაგვიძღვება მომავალი გამარჯვებებისკენ... ვანო როყვა ძირძველი წყალტუბოელია, დაბადებული და გაზრდილი ამ ქალაქში, მან რაიონის ყველა პრობლემა და მწვავე საკითხი ზედმიწევნით იცის.

ვანო „თავისუფალი დემოკრატების“ უღალატო წევრია, ის პარტიის დაფუძნების დღიდან, 2008 წლიდან, „თავისუფალ დემოკრატებშია“ და ჩვენთან ერთად გაიარა ყველა ბრძოლა ქვეყნის კეთილდრობისთვის და წინსვლისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ვანო როყვა არ დაგპირდებათ იმას რასაც ვერ შეასრულებს და რასაც დაგპირდებათ იმას აუცილებლად შეასრულებს...

საქართველოსთვის, ვანო როყვა არამხოლოდ პოლიტიკურ ასპარეზზე იბრძვის, ვანო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ის არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. მისი ძლიერი მებრძოლი ხასითი ზუსტად ის არის, რაც სჭირდება დღეს რეგიონს იმისთვის, რომ ყველა პრობლემა მოაგვაროს, რომელიც ადგილობრივებს აწუხებს და ხელს უშლის მათ კეთილდღეობას.

ვანოსთან ერთად მინდა დაგპირდეთ რომ - თქვენი კეთილდღეობა ჩვენი მიზანი იქნება !!!

ვანოს ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და სამი შვილი, ვანოს ოჯახი სამაგალითო და მისაბაძია ჩემთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვის, ეს არის ქართულ ტრადიციებზე და იმ ფასეულობებზე დაფუძნებული ნამდვილი ქართული ოჯახი, რომელიც უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებს." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42