უწყების ინფორმაციით ინიცირებული ცვლილებება არ ითვალისწინებს მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ მოპოვების აკრძალვას. მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის განსაზღვრული კატეგორია – 12 სმ-მდე დიამეტრის მქონე ხე-ტყე მოსახლეობის მიერ მოიპოვება უნებართვოდ, უსასყიდლოდ და შეუზღუდავად; 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვება შესაძლებელი იქნება ტყის მართვის ორგანოში შეტყობინების დატოვების საფუძველზე, სააგენტოს მიერ რესურსის დაფირნიშების და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.
გარდა ამისა, არ მოხდება დამატებითი მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვებისას, მოხდება მხოლოდ დაფირნიშების საფასურის – 1 კბმ-ზე 3 ლარის გადახდა. მოსახლეობა არ იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, რომლის გადახდაც ჩვეულებრივ ხდება სოციალური ჭრის დროს საშეშე ან სამასალე მერქნით სარგებლობისას.
„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს ხელმისაწვდომობის გაჩენას ნებისმიერი მოქალაქისათვის. 12 სანტიმეტრზე ზევით დიამეტრის არსებობის შემთხვევაში მოქალაქე შეატყობინებს ეროვნულ სატყეო სააგენტოს. ეროვნული სატყეო სააგენტო აღრიცხავს და შესაბამის ფირნიშს მიანიჭებს ამ რესურსს. ამ ფირნიშების ღირებულება მხოლოდდამხოლოდ 3 ლარი იქნება გადასახდელი ერთ კუბურ მეტრზე", - განაცხადა აგულაშვილმა.
სამინისტროს განცხადებით საკანონმდებლო ცვლილება ბუნებრივ ტყეზე ზეწოლას შეამცირებს, მოხდება მდინარეების კალაპოტების გასუფთავება, მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფას, ხე-ტყის ტრანსპორტირების კონტროლისა და ბრაკონიერებთან ბრძოლის გაუმჯობესება.
მასალის გამოყენების პირობები






