,,კახა კუკავას ინიციატივაში ახალი არაფერია“ - ,,პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციის გაერთიანებაზე
პოლიტიკა - 14:07, 04 May, 2016     1744
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი გოჩა თევდორაძე "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც "ნიუპოსტს" თევდორაძემ განუცხადა, არ არის გამორიცხული ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო კოალიციად გარდაიქმნას.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ შესთავაზა სრულიად ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანება, რათა თემატური გაერთიანება მოხდეს რომ მძიმე საარჩევნო გარემო შეიცვალოს. ჩვენი წინადადებაა გავერთიანდეთ წინასაარჩევნოდ, ჩავატაროთ არჩევნები დავამარცხოთ მოქმედი და წინა ხელისუფლება და შევცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა - სასწრაფოდ გავაუქმოთ მაჟორიტარული სისტემა და ამის შემდეგ გამოვაცხადოთ რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება იმის საშუალება, მიიღოს მანდატი საზოგადოებაში მისდამი არსებული სიმპათიის ადეკვატურად"- აღნიშნა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა.

მისი თქმით, კახა კუკავას წინადადებაში ახალს ვერაფერს ხედავს.

"კახა კუკავა საკოორდინაციო საბჭოს წევრი და პროცესებში მონაწილეა, ამიტომ მის წინადადებაში ახალი არაფერია"- თქვა "ნიუპოსტთან" თევდორაძემ.

კახა კუკავა არასაპარლამენტო პარტიებს საპარლამენტო არჩევნებისთვის კონკრეტულ წინადადებებს სთავაზობს.

დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, კუკავა ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებას სთავაზობს. თავისუფალი საქართველოს" ინიციატივით, ბლოკი არ ითანამშრომლებს “ქართულ ოცნებასთან”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მათგან გამოყოფილ პარტიებთან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42