შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი - ARMY CARD დამზადდა
პოლიტიკა - 13:31, 04 May, 2016     3942
შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილისადმი მიძვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს საქართველოს ბანკს შორის მემორანდუმი IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაფორმდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელმა და სს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა მურთაზ კიკორია მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება, რომელიც მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.

ARMY CARD სადებეტო პლასტიკური ბარათია. ამასთან, შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ARMY CARD-ით გადახდისას, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები (ყოველი გადახდისას კი გარკვეული თანხა ე.წ. Cash Back - ის სახით უკან დაუბრუნდებათ) წინასწარ შერჩეულ და მუდმივად განახლებად სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ფასდაკლებით ისარგებლებენ.

"ბარათის მფლობელი „საქართველოს ბანკისგან“ თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინებას გადახდის მომენტისას მიიღებს. ასევე, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგის სრული ოდენობის შესახებ ეცნობება.

ARMY CARD გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, რადგან ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ.

დაგეგმილია პროექტ Army Junior - ის განხორციელებაც. ეს იქნება ბარათი შვილებისთვის, რომელზეც თემატურ საგანმანათლებლო და გასართობ დაწესებულებებში სპეციალური პირობები გავრცელდება",-ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42