“თავისუფალი საქართველო” არასაპარლამენტო პარტიებს მიმართავს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 13:28, 04 May, 2016     1574
,,თავისუფალი საქართველო" არასაპარლამენტო პარტიებს მიმართავს და პოლიტიკურ ძალებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოქტომბრის არჩევნებში მთავარი ამოცანა სააკაშვილ-ივანიშვილის ორპარტიული სისტემის დამარცხებაა.

,,მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა არაერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი უბედურება არის 2 კორუმპირებული პოლიტიკური ძალა - ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. შესაბამისად, ქვეყნის ყველა ჯანსაღი, საღად მოაზროვნე ძალის ამოცანა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გახდეს სააკაშვილი-ივანიშვილის ორპარტიულის სისტემის დემონტაჟი.

დღესავით ნათელია (და ბოლო პერიოდის არჩევნების შედეგებიც აჩვენებს), რომ დღეს არცერთ პარტიას ცალკე აღებულს არ შესწევს ძალა, დამოუკიდებლად დაამარცხოს ეს 2 ანტიდემოკრატიული, კლანური დაჯგუფება. ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ არასაპარლამენტო ძალების ერთიანობით.

ვინაიდან, ზოგადი საუბრები ოპოზიციის ერთიანობაზე უკვე კარგა ხანია გრძელდება შედეგების გარეშე, საჯაროდ მივმართავთ არასაპარლამენტო პარტიებს კონკრეტული წინადადებებით:

1. ჩამოვაყალიბოთ ერთიანი საარჩევნო ბლოკი;

2. ბლოკი არ ითანამშრომლებს “ქართულ ოცნებასთან”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მათგან გამოყოფილ პარტიებთან, რომლებიც სრულად იზიარებენ პასუხისმგებლობას დღევანდელი და წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკაზე;

3. ქვოტები სიაში გადანაწილედება წინა არჩევნებში (2014) ცალკეული პარტიების მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით;

4. მაჟორიტარი კანდიდატები შეირჩევა დემოკრატიული კენჭისყრით (primary);

5. საარჩევნო ბლოკის ამოცანაა ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ქოც- და ნაც- ელემენტების გარეშე და წინასწარ დეკლარირებული რეფორმების გატარება;

მიგვაჩნია, რომ ერთიანი ბლოკის შექმნაზე უარი და 5%-იანი ბარიერისთვის ბრძოლა ცალკეული პარტიების მხრიდან პირდაპირ წყალს ასხამს დღევანდელი ხელისუფლების წისქვილზე, რათა ივანიშვილმა კიდევ 4 წლით გააგრძელოს ქვეყნის მართვა, ხოლო ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი კიდევ 4 წლის ვადით შეინარჩუნოს სააკაშვილმა“ - ნათქვამია განცხადებაში“ - ნათქვამია კახა კუკავას პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42