საქართველოს შვედეთის მოგზაურთა სამეფო კლუბის წევრები ეწვევიან
პოლიტიკა - 13:11, 04 May, 2016     1576

3-7 მაისს საქართველოს შვედეთის მოგზაურთა სამეფო კლუბის წევრები ეწვევიან. კლუბში გაწევრიანებული არიან სამეფო ოჯახისა და მთავრობის წევრები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ბიზნესმენები, მეცნიერები, ხელოვანები, კინემატოგრაფისტები და ჟურნალისტები.

კლუბის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, მოინახულებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ისტორიულ ძეგლებს, გაეცნობიან ქართულ ხელოვნებას, ტიხრული მინანქრისა და ტრადიციული სამოსელის ისტორიას. შვედი სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ღვინის დეგუსტაციაში და გაეცნობიან ქართული ღვინის დამზადების უნიკალურ ტრადიციას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შვედეთის მოგზაურთა სამეფო კლუბის წევრების შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიგი გიგიაძესთან და საგანგებო დავალებათა ელჩთან კონსტანტინე ქავთარაძესთან. სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან და საქართველო-შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს.

2015 წელს, შვედეთში საქართველოს ყოფილი ელჩის კონსტანტინე ქავთარაძის ორგანიზებით კლუბის წევრებისთვის გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, რომლის ფარგლებშიც ელჩმა ისაუბრა ქვეყნის ისტორიაზე, ტრადიციებზე, ქართულ ენასა და ანბანზე, საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და საინვესტიციო გარემოზე.

შეხვედრის შემდგომ შვედეთის მოგზაურთა კლუბის წევრების ინიციატივით დაიგეგმა საქართველოში მოგზაურობა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ადგილზე გაცნობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42