ევროპის საბჭოს თბილისის ოფისში საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდება. ინტერპარტიული ჯგუფი მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან საქართველოს საარჩევნო სისტემის განხილვას გეგმავს. განმარტებები შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა და ოპოზიციის წევრების განცხადებით, ევროპელ პოლიტიკოსებთან ისინი ძირითად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და საარჩევნო სიების პრობლემაზე ისაუბრებენ.
„სრულიად ნათელი იყო, რომ ხელისუფლება არ მოდიოდა რეალურ დათმობებზე. მე ვფიქრობ, რომ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უფრო სერიოზული ზეწოლა უნდა განეხორციელებინათ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამთავრდეს საარჩევნო სიაზე საუბარი, დამთავრდეს იმაზე საუბარი, რომ არის მუდმივად შესაძლებლობები არჩევნების გაყალბების და მანიპულირების. ქვეყანაში, სადაც 3 მილიონ ნახევარი მოსახლეობა არ ცხოვრობს, შეუძლებელია არჩევნებს ატარებდეს 3 მილიონ ნახევარი ამომრჩევლის სიით და შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდეს პრეტენზია, რომ არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიულია“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






