ჩვენი შეიარაღებული ძალები აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და გლობალურ სტაბილურობას- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 12:37, 04 May, 2016     1377
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წლის იუბილე მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტი IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

„25 წლის წინ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით დამოუკიდებლები და დავიწყეთ ჩვენი სახლემწიფოებრიობის ხელახლა აღდგენა, ჩვენ გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი - დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა.

ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმ ისტორიული ლოგიკით, რომლითაც ჩვენი სახლემწიფო სამი ათასი წლის განმავლობაში არსებობდა.

საუკუნეების განმავლობაში პატარა ქვეყანას, რომელიც იმპერიებს შორის იყო მოქცეული, სწორედ თავისი შეიარაღებული ძალებით და თავისი მებრძოლებით, შეეძლო დამოუკიდებლობის და თავისი იდენტობის შენარჩუნება. ამ უმნიშვნელოვანესი და გმირული ტრადიციის გამგრძელებლები ხართ თქვენ დღეს.

თქვენ დღეს აგრძელებთ იმ წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს. თქვენ, დღეს ამას აკეთებთ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, თქვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხა წერტილში.

თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას.

ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მინდა თავი დავხარო იმ მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ ბუნებრივია, მათი საქმე და მათი სულები აქ არიან, მომავლშიც იქნებიან და გააძლიერებენ ჩვენს სამშობლოს.

საქართველოს სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე მადლობელია იმისთვის, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ, იღვაწონ, ქვეყანა ააშენონ და წინ წასწიონ იმ დემოკრატიულ რეფორმებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, გამომდინარე იმ სამსახურიდან, რომელსაც თქვენ ეწევით.

თითოეული საქართველოს მოქალაქის სახელით და საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით ამ სამსახურისთვის.

მჯერა, რომ თქვენი მოწოდება, თქვენი უნარი, თქვენი ვაჟკაცობა, ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნდა, მომავალშიც წინ წასწევს საქართველოს.

ღმერთმა დალოცოს თქვენი საქმე და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42