ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებასა და მიმდებარე ტერიტორიების გასხვისების რიგგარეშე სხდომის მოწვევას საკრებულოში ითხოვენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ და დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებით, საზოგადოების კითხვებს პირადად დავით ნარმანიამ უნდა უპასუხოს.
ინიციტოერები ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის საკითხის დაყენებებასაც გეგმავენ. დეპუტატების განცხადებით გუშინ აუქციონზე გაყიდულ 29 ჰექტარ მიწის ფართობს ფინანსური დანაკარგები მოჰყვება.
„გარდა იმისა, რომ მოხდა 29 ჰექტარზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის გაუქმება, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს ეს ნაკვეთი შეეძინა, გზის სამუშაოების გადატანის გამო, ბიუჯეტიდან, დამატებით მილიონობით ლარი უნდა დაიხარჯოს. ერთ კონკრეტულ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზის მილის გადატანა მერიას უჯდებოდა 618 ათასი ლარი, იმის გამო, რომ ნაკვეთი ივანიშვილმა მიიტაცა, ახლა გაზის მილის გადატანა მილიონ 320 ათასი ლარი დაჯდება. რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისელებმა ორჯერ უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკუთარი ბიუჯეტიდან. მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ფართობზე ვიღაცის რეზიდენცია აშენდეს, ეს არის თანხების პირდაპირი გაფლანგვა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






