" იყურება აივნიდან და რასაც დაინახავს, ყიდულობს" - თბილისში აქციები იწყება
პოლიტიკა - 11:59, 04 May, 2016     6529
7 მაისს ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზიასთან 25 არასამათავრობო ორგანიზაცია მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

არასამთავრობო სექტორი 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს.

როგორც „ნიუპოსტს“დაგეგმარების და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ცირა ელისაშვილმა განუცხადა, არასამთავრობოები სასამართლოში შესატან სარჩელსაც ამზადებენ.

თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც შეიძინა აღნიშნული ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, შესაბამისად ცალსახად იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ინტერესი“- აღნიშნავს ელისაშვილი.

მისი თქმით, 25 ორგანიზაცია სპეციალური წერილით მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს დაინტერესდეს აუქციონზე გაყიდული ტერიტორიის საკითხით.

არასამთავრობოების მსგავსად სარჩელს ამზადებს ნაციონალური მოძრაობაც. ენმ საკრებულოში თბილისის მერის მისვლას და ღია სხდომის ჩატარებას ითხოვს.

„პროტესტი ნამდვილად არ შეწყდება, ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს და ამის პარალელურად ქუჩაში გავაპროტესტოთ ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა დედაქალაქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ ირაკლი აბესაძემ.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მხარს უჭერს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც.

მისი თქმით, თბილისის მერმა ქალაქის ინტერესებს უღალატა.

„ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც თავისი ხუშტურები აქვს... იყურება აივნიდან და რასაც დაინახავს, ყიდულობს და ღობავს... - აცხადებს დეპუტატი.

ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ აუქციონზე გატანილი ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს ეყიდა.

„ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29ჰა მიწის გაყიდვაში, თუ რაიმე კანონის დარღვევა იყო ნახონ. არ შეიძლება ქართველმა იყიდოს და შეიძლება, არაბმა იყიდოს? „ აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გუშინ თანაინვესტირების ფონდმა 6 მილიონ 326 ათას ლარად შეიძინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42