შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ამომრჩეველთა სიებზეც. არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, სიებში არსებული ცდომილება რისკის შემცველია და ის შესაძლოა არჩევნების გაყალბების საფუძველიც გახდეს.
„საუბარი შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში განხორციელებულ პროცესს , ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, აუცილებლად შეეხება საუბარი საარჩევნო სიებსაც, რომელთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვის ნიშნები წარმოიქმნა, სტატისტიკისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.“- განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებზე ისაუბრებს.
მასალის გამოყენების პირობები






