თბილისის მერია - ზღვის უბნის საკითხი მოქალაქეთა შორის არსებული კერძო ხასიათის დავაა
პოლიტიკა - 18:45, 03 May, 2016     1988
თბილისის მერია ზღვის უბნის დასახლების რამდენიმე კორპუსთან დაკავშირებით არსებულ კერძო სამართლებრივ დავას ეხმაურება.

,,მოგეხსენებათ, რომ ზღვის უბნის დასახლების 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსებში უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ცხოვრობენ მოქალაქეები, რომლებსაც ქონებრივი დავა აქვთ ყოფილი „მეტრომშენის“ თანამშრომლებთან.

გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული საკითხი არის მოქალაქეთა შორის არსებული კერძო ხასიათის დავა და შესაბამისად, როგორც მერია, ისე რაიონული გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საკითხი და დავა ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქალაქში ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველივე თვიდან ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ მხარეებთან, თუმცა რამდენადაც დავის გადაწყვეტა სცდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, მერია და გამგეობა ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მედიატორის ფუნქციას ასრულებენ.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ რაიონული გამგეობები მოქალაქეებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის სოციალურ სერვისებს, მათ შორის, რიგ შემთხვევებში უზრუნველყოფენ მათ ბინის ქირით. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, გამგეობა უხდის ბინის ქირას დასახელებული კორპუსებიდან გამოსულ 49 ოჯახს.

გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხი ეხება მოქალაქეთა შორის არსებულ კერძო ხასიათის დავას, რომლის გადაწყვეტაც აღემატება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, ამასთან, რაიონული გამგეობა, შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ზღვის უბნის დასახლების 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42