გაეროში „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო უწყების ანგარიში განიხილეს
პოლიტიკა - 18:34, 03 May, 2016     1332


გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 2016 წლის 2-3 მაისს ქ. ჟენევაში განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, წარდგენილი გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები.

საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ სხვადასხვა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები და მას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე.

სხდომის დასაწყისში, დელეგაციის ხელმძღვანელმა წარადგინა ინფორმაცია საქართველოს მიერ კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. გამოსვლაში აქცენტები გაკეთდა მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე და ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნა-შევიწროებაზე.


ინტერაქტიული დიალოგის ფორმატში და კითხვა-პასუხის რეჟიმში, საქართველოს დელეგაციამ უპასუხა კითხვებს და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კომიტეტის წევრებს დასმულ საკითხებზე.

განხილვის დროს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ წარადგინა ინფორმაცია საქართველოში კონვენციის შესრულების თაობაზე.

ორდღიანმა სამუშაო სხდომამ ჩაიარა ღია დიალოგის რეჟიმში და მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაეცვალათ ინფორმაცია კონვენციის იმპლემენტაციის სხვადასხვა საკითხებზე. განხილვის ტრანსლაცია ხორციელდებოდა პირდაპირ რეჟიმში, რაც დაინტერესებულ მხარეებს აძლევდა საშუალებას თვალი ედევნებინათ პროცესისათვის.

კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას გაწეული სამუშაოსათვის და მიწოდებული ინფორმაციისათვის. განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42