პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციოს გარშემო განვითარებული მოვლენები „რ2“-ის საქმეს უკავშირდებოდეს
პოლიტიკა - 15:41, 03 May, 2016     2248
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულკარს მიღმა თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა, ევროპარლამენტარებმა პაპუაშვილთან საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ის კანონპროექტი განიხილეს, რომელზეც მუშაობა პარლამენტში მიმდინარეობს და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას დამატებით რეგულაციებს უწესებს. შეხევდრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება მხოლოდ გიორგი პაპუაშვილმა გააკეთა:

„ აინტერესებდათ ის მოვლენები, რაც თითქმის ერთი წელია ვითარდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, ის შეტევები რაც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, მდგომარეობა რაც დღესაა და ის კანონმდებლობა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა და მიზნად საკონსტიტუციოს კომპეტენციების შეზღუდვას ისახავს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადებაში საკონსტიტუციო სასამართლო ჩართული არ ყოფილა. სასამართლოსთან კონტაქტი საკუთარი ინიციატივით მხოლოდ ვახტანგ ხმალაძეს ქონდა, რომელის კომიტეტიც ამ კანონპროექტის წარდგენისას წამყვანი კომიტეტი არც ყოფილა:

„ვახტანგ ხმალაძემ, რომლის კომიტეტიც არ იყო წამყვანი კომიტეტი თავისი ინიციატივით გამოგზავნა კანონპროექტი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და იუსტიციის სამინისტრო ჩაკეტილად მუშაობდა. პირველი პროექტი გამოგვიგზავნეს, რომელიც ყველამ დაიწუნა, მეორე არ გამოუგზავნიათ.“- აღნიშნა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენები „რუსთავი2“-ის საქმეს უკავშირდებოდეს:

„თვითონაც მაგალითად ამ საქმეებს იხსენებენ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42