ზღვისუბნის დასახლება დახმარებას ითხოვს - ირაკლი ალასანია მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 15:22, 03 May, 2016     3183
დღეს, ‘’თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანაია და გიორგი ცაგარეიშვილი ლოტკინის მთაზე, ზღვისუბნის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ. ირაკლი ალასანია მოქალაქეების თხოვნით მივიდა. მან მაცხოვრებლებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემები.

2003 წლიდან ლოტკინის მთაზე, ზღვისუბნის დასახლებაში 2 კორპუსში ცხოვრობს 55ოჯახი.

წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან მიღებული ნებართვების საფუძველზე მაცხოვრებლებმა დაიწყეს მოშლილი და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის განვითარება, საკუთარი ხარჯებით. გაიყვანეს დენი (შეიძიბნეს ტრანსფორმატორი), წყალი და გზა; მოაწესრიგეს საკანალიზაციო სისტემა, გაარემონტეს დანგრევისპირას მისული კორპუსები, გადახურეს სახურავი და გამართეს სანიაღვრე სისტემა. ყველა ეს ხარჯი აქ მცხოვრებმა ოჯახებმა საკუთარი სახსრებით და შემოსავლებიდან დაფარეს.

ოჯახების უმეტესობა ამ ტერიტორიაზე 13 წელია ცხოვრობს.

მოსახლეობის განცხადებით, 2013 წლიდან რაიონის გამგეობამ და სხვა არაუფლებამოსულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, მოქმედი კანონის უხეში დარღვევით დაიწყო არსებული საცხოვრებელი ფართების სხვადასხვა ოჯახებზე გაცემა, რომლებიც ‘’მეტრომშენის’’ და ‘’გვირაბმშენის’’ თანამშრომლები არიან. ადგილობრივების თქმით, ნაძალადევის რაიონის გამგეობა გასცემს საკუთრების მოწმობას ქონებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. ზღვისუბნის მაცხოვრებლების განცხადებით, რეალურად აღნიშნული კორპუსები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ერთადერთი უფლებამოსილი განმკარგველი, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა.

მოსახლეობის განცხადებით, გამგეობის მიერ ქონების საკუთრებაზე მოწმობის გაცემის საკითხზე 2015 წლის 10 დეკემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საქმე წარმოებაში ჩაეშვა, როგორც ნაძალადევის გამგეობის თანამშრომელთა მიერ დოკუმენტების გაყალბების შესაძლო ფაქტზე, თუმცა გამოძიება უშედეგოდ დასრულდა.

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, გამოსახლების პროცესი არ შეჩერებულა, ბოლოს ძალისმიერი მეთოდით გამოსახლებულ იქნა, საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ აბულაძის დედა, ლუდმილა გორინა.

(ზურაბ აბულაძე 1993 წლის 21 სექტემბერს დაიჭრა სოფელ ტამიშთან სხვა მებრძოლებთან ერთად და ბრძოლის ველიდან ვერ გამოაღწია; მისი გადმოსვენება ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად მოხდა. ზურაბ აბულაძის ნეშთი იდენტიფიცირებულია).

ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები სადაო ქონებასთან დაკავშირებით.

‘’ზღვისუბნის ეს ორი კორპუსი არის ნათელი მაგალითი იმის, როგორ ვერ თანხმდებიან სახელმწიფოს უწყებები - ეკონომიკის სამინისტრო და გამგეობა ერთმანეთში, თუ როგორ მოუძებნონ ამ პრობლემას გადაწყვეტა. მიტოვებულია ბედის ანაბარა ეს ორმოცდაათამდე ოჯახი. ისინი 13 წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ, აშენებდნენ ამ ყველაფერს. არაფერი დახვედრიათ აქ. დღეს, მათ კანონიერ უფლებებს სასამართლოც და ხელისუფლებაც არ აღიარებს. ჩვენ, ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 000 რათა მოხდეს სპეციალური საცხოვრისების აშენება და სოციალურად დაუცველ ფენას ვისაც ძალიან ჭირდება მათი დაკმაყოფილება’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42