„რესტორანი სცენაზე არის კატასტროფა და უგემოვნება...“ - ნიკა გვარამიას პასუხი კრიტიკოსებს
სოც.მედია - 15:19, 03 May, 2016     12258
X ფაქტორის ჟიურის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გიორგი გაბუნიამ გუნდის დაკომპლექტებისას მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მასსა და ნიკა გვარამიას შორის კონფლიქტი გამოიწვია. დაპირისპირების მიზეზი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მალიბუ აღმოჩნდა, რომელის ნამღერი გვარამიამ რესტორნის რეპერტუარს შეადარა. მას შემდეგ რაც გიორგი გაბუნიამ საკუთარი არჩევანი მალიბუზე შეაჩერა და პროექტიდან მარიამ აკობია გაუშვა, ნიკა გვარამიამ შუა ჩაწერიდან პროექტი დატოვა. რესტორნის რეპერტუართან გაიგივებამ საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია მაყურებელში და სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით არაერთი სტატუსიც დაიდო. მათ ვინც გვარამიას არ ეთანხმება და ის გააკრიტიკა, პასუხს ასევე ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს:

„რაც შეეხება რესტორნულ ნამღერს:
1. რესტორანი სცენაზე არის კატასტროფა და უგემოვნება
2. ქართული რესტორნული მუსიკა არის უმდარესი, მათ შორის, კარგი მომღერლების შესრულებით. რაკი საქართველოში სხვა გამოსავალი არაა, ფული შეიძლება და უნდა აკეთო და თავი გადაირჩინო. მაგრამ რესტორნის ესთეტიკა სცენაზე არ უნდა გადმოიტანო და სცენაზე დგომა თუ გინდა, უნდა შეძლო ზღვარის დაჭერა
3. სიმღერა რესტორანში საბჭოთა და ზღვის კურორტების ნოუჰაუა. ნორმალურ ქვეყნებში, სადაც ჭამენ, იქ არ მღერიან (ნუ ბრაიტონის რუსულ რესტორნებს თუ არ ჩავთვლით, სადაც ლუბა უსპენსკაია მღერის და საეჭვო დონის ბერძნულ ბუზუკებს). მღერიან კლუბებში, სადაც სვამენ და მუსიკის მოსასმენად და გასართობად მოდიან
4. ყველა დიდმა მომღერალმა ზუსტადაც კლუბში დაიწყო კარიერა. კლუბში, და არა რესტორანში. ვარსკვლავები სიგარეტის კვამლში და ვისკის სუნში იბადებიან და არა მწვადის შიშხინში და ხინკლის ოხშივარში“-წერს გვარამია სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42