სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემ საარჩევნო სიასა და საყოველთაო აღწერის მონაცემებს შორის არსებულ სხვაობაზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებსა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საარჩევნო სიებს შორის 200 ათასიანი სხვაობაა:
„საყოველთაო აღწერის მონაცემების შეგროვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა. აღიწერა ის ადამიანები, რომლებიც 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით საქართველოში იმყოფებოდნენ. ჩვენ სიაში კი მოცემულია ის ადამიანებიც, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და იმყოფებიან საზღვარგარეთ, ასევე იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესაბამისად ეს მონაცემები საყოველთაო აღწერაში ვერ იქნებოდა მოძიებული, რადგან ისინი ვერ გაცდნენ საქართველოს საზღვრებს“- განაცხადა მამუკა სამხარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






