„არ მივიღებ არასოდეს ჩემი ტრადიციების დაცინვას, რომელიც რატომღაც „პრადვინუტების“ საქილიკოდ იქცა...“- ინგა გრიგოლია
სოც.მედია - 13:35, 03 May, 2016     20629
სააღდგომო ტრადიციების შესახებ ინგა გრიგოლია ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მიაჩნია, რომ ის რაც წინაპრებმა ასწავლეს, მისი სიცოცხლის მანძილზე სულ გააკეთებს, შემდეგ კი ამ ყველაფერს მისი შვილი გააგრძელებს. ხოლო ვერ გაუგია იმ „პრადვინუტი“ ადამიანების, ვისთვისაც ეს ტრადიციები საქილიკოდ იქცა.„რატომ დავდივარ ბებია-ბაბუების საფლავებზე და რატომ განვაგრძობ ტრადიციას, რომელიც რატომღაც „პრადვინუტების“ საქილიკოდ იქცა ... იმიტომ რომ სწორედ მათგან მაქვს ნასწავლი, ვის საფლავებზეც დღეს მე ავდივარ ხოლმე წითელი კვერცხებით, პასქით და ღვინით… მათგან ვიცოდი მთელი ცხოვრება, რომ ეს იყო წასული ადამიანების სიყვარულის და მოგონებების საუკუნოვანი ტრადიცია... ყოველთვის ვიცოდი, რომ საჭმელი, რომელიც ჯერ მათთან ერთად მიგვქონდა და ეხლა უკვე მათ საფლავებზე მიმაქვს ხოლმე, გაჭირვებული ადამიანებისთვისაა რეალურად... მიმაქვს, ვტოვებ კარგად შეფუთულს და ვიცი, რომ მას აუცილებლად წაიღებს ის, ვისაც ყველაზე მეტად შია და სჭირდება... არ მივიღებ არასოდეს ჩემი ტრადიციების დაცინვას და არც იმას, რომ თუ მე ან რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი იქ ერთ ან სამ ჭიქა ღვინოს დალევს, თურმე სიბნელეა და ღრეობა. ასე იქნება ჩემს სიკვდილამდე და მერე, ჩემს შვილსაც აუცილებლად ეცოდინება, რომ ესაა სიყვარულის და მოგონების ჩვენეული ტრადიცია, რომელიც არასოდეს უნდა დაივიწყოს....ხო, კიდევ ბებიაჩემი და ბებიაჩემის ბებიაც ასე მეუბნებოდა და მასწავლიდა ხოლმე -ქრისტე აღ-ს-დგაო და დღემდე ასე ვამბობ მეც... ესეც ჩემი ბავშვობიდან წამოღებული ჯადოსნური სიტყვებია და ასე ვამბობ დღემდე... მე მიყვარს ჩემი ქვეყნის ტრადიციები, მიყვარს და ორგანულია ჩემთვის მიცვალებულის მოსახსენებელ დღეებში ჩემების საფლავებზე დატვირთული ასვლა. ჩემი წამოსვლოდან ხუთ წუთში ვიღაც უცხოებს რომ მიაქვთ ეს საჭმელი, მიყვარს იქ კვერცხის გადაგორებაც და ერთი ჭიქა ღვინის დალევაც, რადგან ძალიან უყვარდათ ეს ყველაფერი მათ, ვინც ამ ტრადიციებით გამზარდა და მიყვარს ასე საფლავზე ჩამომჯდარი მათთან ჩემთვის ბუტბუტი... ხოდა ძალიან მაღიზიანებენ ამ ტრადიციებზე მოქირქილე და მოღადავე ადამიანები და მომავალ აღდგომასაც ასე მოგილოცავთ-„ქრისტე აღსდგათქო“ მომავალ წელსაც ავალ საჭმელებით სავსე ხელჩანთით სასაფლაოზე, ავიტან ღვინოსაც და კიდევ ერთხელ მოვეფერები იმ ადამიანებს, ვინც აღარ მყავს და ვინც ჩემი ქვენის ყველა ტრადიცია შემაყვარა“- წერს ინგა გრიგოლია ფეისბუკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42