აღნიშნულ ფაქტს ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს და ამბობს, რომ აუქციონის გამართვა უამრავი პროცედურული დარღვევით ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ტარდება.
ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე საპროტესტო აქციების გამართვა დააანონსა.
„საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს 17:00 ზე თბილისის მერია ჯიუტად მაინც ატარებს აუქციონს, სადაც დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილისთვის წინასწარი დანაშაულებრივი შეთანხმებით და უამრავი პროცედურული დარღვევებით იმ 29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემა, სადაც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თბილისისთვის და თბილისელებისთვის მიმდინარეობდა გზის მშენებლობა!
როგორც უკვე ცნობილია, ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღისგან უჩუმრად, მიიტაცა 4 ჰექტარი მიწისნაკვეთი, ისე რომ 1, 5 ნახევრიან ქალაქში არავინ იცოდა გარდა ნარმანიას, ბოტანიკური ბაღის დირექტორისადა თავად ივანიშვილისა! დღეს კი ივანიშვილი სულ რამდენიმე საათში აპირებს გახდეს შუაგულ თბილისში 29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიროტიის კერძო მფლობელი, რომლის რეალიზაციაც არც ერთ წინა მთავრობასაზრადაც კი არ მოსვლია!
კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად მინდა მივმართო ამ მავნებლობაში მონაწილე ყველაპასუხისმგებელ პირს - დაწყებული მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, დამთავრებულიბატონებით - ნარმანია და ივანიშვილი! შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი !
თბილისელები არ დაუშვებენ რომ დედაქალაქის ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს მილიარდელი კერძო პირის საკუთრება, თბილისელები არ დაუშვებენ რომ დედაქალაქის კულტურული,ისტორიული მემკვიდრეობის ტერიტორია ივანიშვილის კერძო ფაზენდა გახდეს!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ივანიშვილი ნარმანიას მეშვეობით პრაქკტიკულად უსასყიდლოდ აპირებს ხელში ჩაიგდოს 29 ჰექტარი! კერძოდ, ნარმანიამ მშენებლობის უფლებით 29 ჰექტარის ფასი განსაზღვრამხოლოდ 6 მილიონ ლარად, ანუ კვ/მ 21 ლარად, მაშინ როდესაც 10 წლის წინ თავად ივანიშვილმამშენებლობის უფლების გარეშე კვ/მ შეიძინა 36 ლარად!"- აღნიშნა მელიამ.
მისი თქმით: "იმ შემთხვევაში, თუ მერია მილიარდელის ნებას მაინც დაჰყვება და არაფრად ჩააგდებს საზოგადოებრივინტერეს და მეტიც - მის წინააღმდეგ წავა, დაიწყება საზოგადოების აქტიური პროტესტი, სადაცგაერთიანდება ყველა - იქნება ეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე თბილისელი,სხვადასხვა ვიწრო პროფესიული ჯგუფების წარმომადგენელი თუ უბრალოდ თბილისის გულშემატკივარი! საკითხი, რომელიც თბილისს ეხება, ზეპარტიულია და ყველანი მიუხედავად პროფესიისა დაპოლიტიკური მრწამსისა, ვალდებულები ვართ გავერთიანდეთ! ჩვენ ველოდებით აუქციონის შედეგს და ამ შედეგის გათვალისწინებით დავიწყებთ სხვადასხვა ჯგუფებთან აქტიურ კონსულტაციებსა და შეთანხმებული გეგმის შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადაში ვაცნობებთ!“
მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება 6233000,00 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები






