2016 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 3 მილიონ 530 ათასია - წულუკიანი
პოლიტიკა - 21:11, 02 May, 2016     3273
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის 1 მაისის მდგომარეობით გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. იუსტიციი სამინისტროს განცხადებით, ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).

„საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რიცხვია 3 მილიონ 500 ათასი ადამიანიa. ესენი არიან სრულწლოვანი პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსით ცხოვრობენ საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან არიან საზღვარგარეთ. საქართველოში პირველად დაიგეგმა ფოტოსურათიანი საარჩევნო სია, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხა ჩვენს ქვეყანაში ე.წ. კარუსელი, როდესაც ერთი ადამიანი მიდიოდა სხვადსხვა საბუთით და ხმას აძლევდა რამდენჯერმე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

,,საარჩევნო კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა სიის ერთ-ერთი დამატებითი რეკვიზიტია ამომრჩევლის ფოტოსურათი. შედეგად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო უბნებზე კვლავ ფოტოსურათიანი სიები ექნება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში 1 500 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ახალი ბიომეტრიული დოკუმენტი, რომელთაგან 750 000 პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ გაიცა. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდენენ როგორც დოკუმენტის, ასევე ფოტოსურათის საფასურისაგან. მხოლოდ ამ ერთმა მასშტაბურმა ღონისძიებამ 2016 წლის არჩევნებისთვის 2 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი ბიომეტრიული მონაცემი მოგვცა“.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2015 წლის ოქტომბრიდან დღემდე, პროექტის ფარგლებში, სპეციალური პროგრამის მეშვეობით განხორციელდა გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა ფოტოსურათების დადარება ყველა სრულწლოვანი პირის სურათთან, რაც, უწყების ცნობით, მონაცემთა ბაზაში სავარაუდო გაორებების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად (ერთმანეთთან დადარდა 1 647 129 მონაცემი; აღმოიფხვრა 481 გაორება);

„საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და, ზემოაღწერილი აქტივობების პარალელურად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების არქივების დიგიტალიზაციას დაასრულებს. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სერვისების განვითარების სააგენტო, 15 ივლისს, პოტენციურ ამომრჩეველთა სიას ცესკო-ს კიდევ ერთხელ გადასცემს.

იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამ პერიოდში, აუცილებელია, რომ იმ ამომრჩეველმა, რომელსაც არ აქვს არც პირადობის მოწმობა და არც ბიომეტრიული პასპორტი (სავარაუდოდ 64 600 პირი) ან მოხსნილია რეგისტრაციიდან და შეჩერებული/გაუქმებული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება (სავარაუდოდ 98 727 პირი), მიმართოს იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს უფასოდ პირადობის მოწმობა და ამ გზით აღადგინოს თავი საარჩევნო სიაში.

რაც შეეხებათ იმ პირებს, ვინც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები), მათ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე პუნქტი „ე“ ქვეუნქტი და მე-5 მუხლის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს.

26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით პირადობის მოწმობის აღება იქნება უფასო, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს.

„2015 წლის ოქტომბრიდან მოქმედი „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ საქართველოს, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხარისხიანი საარჩევნო სია ექნება“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 720 ათასია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42