"თქვენ ფიქრობთ, რომ მე ხელისუფლების წინააღმდეგ ვიმუშავებ?“ - აკაკი ჩხაიძე პოლიტიკაში ბრუნდება
პოლიტიკა - 15:56, 02 May, 2016     5095
ოპოზიცია გურიაში დარწმუნებულია, რომ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის გავლენიანი ჩინოვნიკის ისევ პოლიტიკაში დაბრუნება, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

ჩხაიძე ქართული ოცნების ხელისუფლების მისი საქმის გადახედვას სთხოვს და იმედი აქვს, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში ამ მიზანს უფრო ადვილად მიაღწევს.

რკინიგზის ყოფილი შეფი აკაკი ჩხაიძე პარლამენტის წევრობისთვის ემზადება. ჩხაიძემ საკუთარი გეგმები მთავრობას უკვე გააცნო.

იგი აპირებს კენჭი გურიაში, ლაჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყაროს: "გადაწყვეტილებას ორ-სამ დღეში მივიღებ, ვფიქრობ, სამომავლოდ რა ჯობია".

კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, პასუხობს, რომ ლანჩხუთისთვის მას ბევრი აქვს გაკეთებული და კიდევ ბევრს გააკეთებს.

ჩხაიძე პოლიტიკაში კონკრეტული მისიით მიდის: მე ვფიქრობ, რომ სატრანსპოტო სისტემაში რაც არის საკითხები კანონთან დაკავშირებული, იმის მოგვარებაში დავეხმარები ხელისუფლებას. საპარლამენტო დონეზე რკინიგზის და მთლიანად ტრანსპორტის საკითხების მოგვარებაში. საკანონმდებლო აქტები რაც არის მისაღების, ამას გავაკეთებ. ხელისუფლებიდან მქონდა კონსულტაციები".

აკაკი ჩხაიძე აპირებს კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს, თუმცა წინასწარ ამბობს, რომ ის პარლამენტში არ იქნება ხელისუფლების ოპონენტი. შეუშლის თუ არა ხელისუფლება ხელს, მას როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს გამარჯვებაში, მით უფრო, თუ ისინი მოისურვებენ გაერთიანებულ ოლქში სხვა კანდიდატი დაუპირისპირონ, ჩხაიძის პასუხი ასეთია: "თქვენ ფიქრობთ, რომ მე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ვიმუშავებ"? თქვენ ასე ფიქრობთ?“

ოპოზიცია გურიაში დარწმუნებულია, რომ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის გავლენიანი ჩინოვნიკის ისევ პოლიტიკაში დაბრუნება, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკური თამაშის ნაწილია: "ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებული აქვს არჩევნები, ამიტომ ასეთი ვირეშმაკული მეთოდებით ცდილობენ გავიდნენ ფონს. აკაკი ჩხაიძეზე როგორც დამოუკიდებელ კანდიდატზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ის არის ხელისუფლების პროექტი და ასე შეფუთულად ცდილობენ ეს პროდუქტი მიჰყიდონ ამომრჩევლებს"-ამბობს "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გურიაში დავით მჟავანაძე.

აკაკი ჩხაიძე ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, იყო. ჩხაიძის სახელს რამდენიმე გახმაურებული სკანდალი უკავშირდება. ერთ-ერთი ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ალექსანდრე მაღლაფერიძის საქმეა.

აკაკი ჩხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ვარდების რევოლუციიდან სამ კვირაში აღიძრა და მალევე ის დააკავეს.

დიდი რაოდენობით თანხების მითვისება და გადასახადების დამალვა-ამ მუხლებით წაუყენეს ბრალი რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილ შეფს, თუმცა ჩხაიძემ ციხე, თვენახევარში დატოვა, სხვადასხვა ვერსიით მან თავისუფლების სანაცვლოდ 3 დან 10 მილიონამდე დოლარი გაიხადა და ქვეყნიდან გაემგზავრა.

,,გურიის მოამბე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42