დაღუპული სამხედროების პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროში მემორიალი გაიხსნა
პოლიტიკა - 13:24, 02 May, 2016     1685
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროს ეზოში მემორიალი გაიხსნა. მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გახსნეს. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დაღუპული სამხედროების ხსოვნას.

თავდაცვის მინისტრმა გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების წვლილზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის უწყების ეზოში მემორიალის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ბრიგადებში იყოს იმ ადამიანების მემორიალი, რომელთა გმირობის ამბავი, ქვევა, ცხოვრება მუდმივად უნდა გვახსოვდეს. სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა, რომ დღეს შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია, როგორც დღეს არის. ამ ბიჭების და იმ მორალური მაგალითების დამსახურებაა, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები თავს ამაყად გრძნობენ. ეს მემორიალი ორმაგი დანიშნულების იქნება. ერთი - როგორც მუდმივი ხსოვნა და შეხსენება მათი საგმირო ცხოვრების. მეორეს მხრივ, გვინდა, რომ ყველა ჩვენი უცხოელი სტუმარი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხშირად გვყავს, მუდმივად მიაგებდეს პატივს ამ ბიჭების ხსოვნას და მათ გმირობას. ამიტომ, მათთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის სათქმელადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს მემორიალი, რომელსაც ყოველდღიურად, მუდმივად გავუვლით და გაგვახსენდება, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე ჩვენამდე დადიოდა ის ხალხი, რომლის დამსახურებაცაა ქვეყნის სიძლიერე და დამოუკიდებლობა,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მემორიალის გახსნას დაესწრნენ ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე კობა კობალაძე.

ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შესრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42