დაშავებული ქართველი მებრძოლები „ძლიერთა თამაშებში“ იასპარეზებენ
პოლიტიკა - 12:55, 02 May, 2016     2199
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესმა 14 ქართველი მებრძოლი ამერიკის შეერთებულ შტატებში გააცილეს.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games 2016) მიიღებენ მონაწილეობას.

„დაჭრილი სამხედროები მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში „ძლიერთა თამაშებზე“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ბიჭები ამ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ოთხთვიანი შრომა და ვარჯიში, რომელიც თამაშების დაწყებამდე მათ გაიარეს, შედეგიანი იქნება და ისინი გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან. თავისთავად, ამ თამაშებში მონაწილეობა ძალიან ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი. თვალხილული უნდა იყოს ყველასთვის - ყველა გუნდისთვის, მათი გულშემატკივრებისთვის, იმ საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვინც ამ ღონისძიებებს სპონსორობას უწევს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ვინც თამაშებს ესწრებიან, რომ ჩვენი სამხედროები არა მხოლოდ ავღანეთსა და ბრძოლის ველზე, არამედ, სპორტულ შეჯიბრებებშიც თანასწორნი არიან... ეს არის სპორტული ღონისძიება, რომელსაც ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზანი და ამოცანა აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბიჭები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბესარიონ ღუდუშაური, რომან აბაშიძე, ტრისტან ჩიტიძე, დავით დავლაშერიძე, ოთარ დოიჯაშვილი, ენვერ გიგლემიანი, პაატა ჯიბუტი, ხვიჩა ყალიჩავა, თეიმურაზ ლიპარტელიანი, მანუჩარ ნაყიშაშვილი, ტარიელ თევზაძე, გულადი თოდუა, გიგა ზივზივაძე და გიორგი ბოჭორიშვილი სპორტის სხვადასხვა სახეოებებში იასპარეზებენ. ესენია: მჯდომარე ფრენბურთი, მძლეოსნობა, სირბილი, მშვილდოსნობა და ნიჩბოსნობა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი, სამხედრო ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან კურცხალია, მინისტრის მრჩეველი ექიმი შერი მიშელი, გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მიქაბაძე, გუნდის სპორტული ხელმძღვანელი მასტერ სერჟანტი ალექსი ტაბატაძე, მჯდომარე ფრენბურთის გუნდის ბრიტანელი მწვრთნელი რიჩარდ ოსბორნი.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მიღება მაღალი რანგის სტუმრებისა და სხვა ქვეყნების მონაწილეებისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის სახელით, ასევე დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პაატა პატიაშვილის სიტყვით გამოსვლა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42