„დღეს წარმოგიდგენთ ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის ფორმირების ძირითად პრინციპებს. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ნაციონალური მოძრაობის სიის ფორმირება მოხდება ისე, როგორც არ მომხდარა არცერთი პოლიტიკური პარტიის ისტორიაში, საქართველოში. ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, ეს პროცესი იქნება მთლიანად დემოკრატიული და გასაგები საზოგადოებისთვის. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს საზოგადოება, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს პარტიის ყველა რეგიონალური ორგანიზაცია და პარტიის თითოეული წევრი. ეს გახლავთ, კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ვითარდება, მიდის წინ, ჩვენ ვსწავლობთ წარსულის შეცდომებზე და ჩვენ გამოგვაქვს შესაბამისი დასკვნები იმ გამოცდილებიდან და იმ გაკვეთილებიდან, რომელიც ჩვენ მივიღეთ წარსულში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, პარტიული სიის დაკომპლექტება მოხდება პრინციპებისა და არა ვინმეს ნება-სურვილის თანახმად. სიის დაკომპლექტებისას ამოსავალი წერტილი იქნება ხალხის ნდობა, რომელიც გამოიხატა წინა არჩევნების შედეგების მიხედვით. ის რეგიონები და ადამიანები, რომლებმაც ხალხის მეტი ნდობა დაიმსახურეს და აჩვენეს უკეთესი შედეგი, მეტი რაოდენობიოთ იქნებიან წარმოდგენილები პარტიულ სიაში. აღნიშნული პრინციპისთვის შემუშავებულ იქნება შესაბამისი კოეფიციენტი და ამათუ იმ რეგიონის წარმომადგენელს ეცოდინება, თუ რა რაოდენობის წარმომადგენელი ეყოლება მას პარტიულ სიაში. ეს ეხება არამარტო მაჟორიტარებს, არამედ პარტიულ სიასაც.
„პირველად საქართველოში საქართველოს რეგიონებს ეყოლებათ წარმომადგენლები არა მარტო მაჟორიტრების სახით, არამედ ეყოლებათ წარმომადგენლები პარტიის პოლიტიკურ სიაშიც, ეს არის სიახლე, რიტაც ჩვენ გვსურს გამოვასწოროთ ის ვითარება, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა აბსურდული საარჩევნო სისტემით, როდესაც მოხდა რფეგიონების ისეთი სახით გადაფორმირება, რომ სახელებსაც კი ვეღარ არქმევენ და არავინ იცის ვინ უნდა წარმოადგინოს დღეს ხალხი პარლამენტში,“ - აცხადებს ბაქრაძე
მეორე ძირითადი პრინციპი, რომელიც იქნება პარტიულ სიაში იქნება ახალი ენერგიის მოზიდვა და პარტიის განახლება, - აცხადებს ნაცმოძრაობის ლიდერი და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ესეც არ იქნება დამოკიდებული ვინმეს ნება-სურვილზე, არამედ დამყარებული იქნება პარტრიის განახლების პრინციპზე.
"პარტია უნდა განახლდეს და პარტიამ უნდა მოიზიდოს წარმატებული ადამიანები და ეს იქნება ჩვენი პასუხი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტურობამ ხალხი უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა და ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში იქნებიან წარმატებული დსა კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ახალ ენერგიას შემოიტანს პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში," - აცხადებს დავით ბაქარაეძე.
მესამე კრიტერიუმი იქნება პარტიის ცენტრალური ოფისისა და სამდივნოს როლი, რომელსაც ასევე ექნება კანდიდატების წარდგენის უფლება.
"ეს იქნება განგრძობადობა, ვინაიდან პარტიაში დაგროვილია გამოცდილება და არიან ადამიანები, რომლებიც არიან თავისი საქმის პროფესიონალები, ეკონომიკის პროფესიონალები, პოლიტიკის პროფესიონალები, და გამოცდილების გადაცემა, ცოდნის გადაცემა არის მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.
დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ნაციონალური მოძრაობის კონფერენციები, რომელშიც პარტიის წევრების გარდა მონაწილეობას საზოგადოების წარმომადგენლებიც მიიღებენ, ხოლო სიის საბოლო დამტკიცება მოხდება პოლიტსაბჭოს მიერ უახლოეს მიმავალში.
მასალის გამოყენების პირობები






