გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია
პოლიტიკა - 11:26, 30 Apr, 2016     1253
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია და უფროს კომისარს - კაროლი პაპპს შეხვდა.

უნგრეთის პოლიციის უფროსმა საქართველოს შს მინისტრს უწყების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

კაროლი პაპპმა გიორგი მღებრიშვილს უნგრეთში დანაშულის დინამიკაზე, არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მეთოდებზე, ასევე, დანაშულის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა არალეგალური მიგრაციის და მასთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს.

როგორც კაროლი პაპპმა აღნიშნა, „კრიმინალს არა აქვს საზღვრები. შესაბამისად, ვინც საკუთარი ქვეყნის საზღვრებში იკეტება, წარმატებას ვერ მიაღწევს. უნგრეთი მზადაა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. მოხარული ვიქნებით ქართულ მხარესთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობით“.

თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთო გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან, მათ შორის, უნგრეთთან, საქართველომ უკვე დადო ხელშეკრულება დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
თანამშრომლობის შესახებ. ბოლო პერიოდის მანძილზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის ატაშეები ევროპის მრავალ ქვეყანაში წარგზავნა.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა და უნგრეთის ეროვნული პოლიციის უფროსმა კომისარმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრეს. კაროლი პაპპმა გიორგი მღებრიშვილს ამ კუთხით უნგრული გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, არა მხოლოდ პოლიციის,არამედ, მთელი საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერაა საჭირო.

მხარეები ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42