როგორ გაიყოფს ლანჩხუთი და ჩოხატაური ერთ მაჟორიტარს
პოლიტიკა - 20:37, 29 Apr, 2016     2144

"ოცნების" მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის შესაბამისად, მაჟორიტარი ოლქების მოწყობაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

42 ოლქის ფორმირება მუნიციპალურ საზღვრებში მოქცეული ოლქების გაყოფის, გაერთიანების ან შერევის გზით მოხდა. მათ შორის არის გურიაც.

გატარებული ცვლილების მიხედვით, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა გურიის სამივე საარჩევნო ოლქში, კერძოდ, გაერთიანდა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქები, შესაბამისად, ორ მუნიციპალიტეტს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

როგორ უყურებენ გურულები საზღვრების მსგავს ფორმირებას და რას გაითვალისწინებენ კანდიდატის შერჩევისას, დაუჭერენ თუ არა მხარს რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, აკაკი ჩხაიძის კანდიდატურას (აკაკი ჩხაიძე გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარულ ოლქში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს), რომლის საარჩევნო პროცესებში ჩართვაზე "გურიის მოამბე" ჯერ კიდევ ორი თვის წინ წერდა, მოსახლეობა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში გამოვკითხეთ.

- ადრე თუ ჩოხატაური ირჩევდა დეპუტატს, ახლა ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთის ნაწილი ერთობლივად აირჩევს ამ დეპუტატს. როგორ უყურებთ ამ ფაქტს?

- აირჩიოს რა პრობლემაა, მაგრამ უპირატესობას რა თქმა უნდა ჩოხატაურელს მივანიჭებ.

- აკაკი ჩხაიძეზე რა აზრის ხართ, თუ იყარა კენჭი?

- არ ვიცი, ახლა ნაღდად არ ვიცი მაგდენი. უპირატესობას რა თქმა უნდა ჩოხატაურელს მივანიჭებ ასეთ შემთხვევაში. დეპუტატს ირჩევ და ვითომ გლახა იქნება ჩოხატაურელი? დავუშვათ ის სხვა უფრო მაგარია, მაგრამ მე ჩოხატაურელს ვიცნობ და მას მივცემ ხმას. რაშია საქმე იცით? ვინც კარგი იქნება, ვინც ამ ხალხს ასიამოვნებს და რაღაცას ისეთს გააკეთებს, ხალხისთვის რომ იქნება, აი იმას მივცეთ ხმას. მეც ასე მივცემ ხმას, ვინც უკეთესი იქნება და ხალხისთვის იზრუნებს. ჩოხატაურელი გლახა არ იქნება და ჩოხატაურელი უნდა ავირჩიოთ წესით. ვინ გვეკითხება მაგას ხალხს საერთოდ? როგორც ეგენი კანონს გამოუშვებენ ისე იქნება. რომ თქვან მთელ გურიაში ერთი იქნებაო, ჩვენ რომც ვთქვათ ერთი არ გვინდაო, შეცვლის ვინმე?

რა თქმა უნდა, ჩოხატაურელი რომ იქნება უკეთესია, აქაური უფრო მიხედავს, აქაურმა იცის მოსახლეობის გაჭირვება უფრო. ვინც მოვა და კარგი იქნება, მე არცერთ პარტიას არ ვაქცევ ყურადღებას. მთავარია ვინც მოვა ხალხისთვის იყოს.

ერთი იყოს და კაი ადამიანი იყოს. ყველას ვიცნობ ვინაა და შევხედავ, ვინც უკეთესი იქნება, იმას მივცემ ხმას.

- აკაკი ჩხაიძეს თუ დაუჭერთ მხარს?

მე თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ არ ვიცნობ ისე, როგორც საჭიროა. ცუდს ვერ ვიტყვი. ვინც უკეთესი იქნება, იმას მივცემ ხმას, არ მივაქცევ ყურადღებას ვინ ლანჩხუთელია, ვინ ჩოხატაურელი და ვინ ოზურგეთელი.

ვინც იქნება ჩვენთვის კარგი, იმას მივცემთ ხმას. რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ქართველები ვართ და ყველა ამ კუთხის შვილები ვართ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42