ახალ სამუშაო ადგილებზე, თებერვალ-მარტიდან მაკროეკონომიკური ინდიკატორების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე გააკეთა კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინი, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო, შემოტრიალდა.
„სამი თვის მონაცემებით, ჩვენ 2%-ზე მეტი ზრდა გვაქვს. მარტის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 3.4%, რაც კარგი მაჩვენებელია. აპრილის თვეშიც ძალიან კარგი ზრდა გვექნება და შემდგომ თვეებში მოლოდინი დადებითი გვაქვს. გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო შემოტრიალდა. ვხედავთ ახალ სამუშაო ადგილებს, ვხედავთ რეალურ ზრდას ეკონომიკაში, რაც ყველა ჩვენთაგანის ოჯახზე აისახება“, - აცხადებს მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






