IRI-ს კვლევებს უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს, უმცირესობა კი სიტუაციის ადეკვატურად მიიჩნევს
პოლიტიკა - 10:27, 29 Apr, 2016     1647

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, IRI-ს კვლევა ქვეყანაში არსებული ვითარების ადეკვატურია. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას უმრავლესობა არ ენდობა. მათი თქმით, მსგავსი ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურებიან. მმართველი გუნდის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ კვლევის მიზანი შესაძლოა არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება იყოს.

„მსგავსი ორგანიზაციები ორკესტრირებულად მუშაობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ჩემი აზრით, არის იმის მცდელობა, რომ შემოდგომაზე მოხდეს ამ არჩევნების წაგების შემთხვევაში, რომელიც ისედაც გარანტირებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეჭვქვეშ დაყენება“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ჩიორა თაქთაქიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მეოთხე წელს, ქვეყანაში ყველაზე უარესი სიტუაციაა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე 2016 წლის არჩევნებით უნდა დასრულდეს:

„საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ იმას, აბსოლუტური უმრავლესობა, რომ საქართველო ვითარდება ცუდი მიმართულებით. პირველ რიგში, საუბარია გაუგონარ სიღარიბეზე, ფასების ინფლაციაზე, გაზრდილ გადასახადებზე. „ქართული ოცნებ“-ის მეოთხე, ე.წ. საუკეთესო წელს, არის ყველაზე გაუარესებული მდგომარეობა და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 2016 წელს, არჩევნებით“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატები“ კი მიიჩნევენ, რომ IRI-ს კვლევის შედეგები ადეკვატურია იმ ვითარებისა, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს:

„კვლევები, რომლებიც გამოქვეყნდა IRI-ს მხრიდან, არის სავსებით ადეკვატური იმ ტენდენციებისა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. სხვაობა, რომელიც არსებობს ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსა თუ მმართველ გუნდს შორის, არის მარტივად დასაძლევი 6 თვის განმავლობაში, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 70% თვლის - ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42