შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია
პოლიტიკა - 10:00, 29 Apr, 2016     682

შს მინისტრის - გიორგი მღებრიშვილის ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია, მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია. უნივერსიტეტი, საერთაშორისო გამოწვევებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, უნგრეთის საჯარო მოსამსახურეების მომზადებას ახორციელებს.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უნივერსიტეტის პრორექტორ, დოქტორ ნორბეტ კისთან შეხვედრაზე საქართველოს შსს-ს აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, ახალი საგანმანათლებლო მეთოდიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების და სტუდენტ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების კუთხით. შალვა ხუციშვილმა დოქტორ ნორბერტ კისს შსს-ს აკადემიის ბაზაზე რეგიონული სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მსგავსი ცენტრის შექმნა და საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს საპოლიციო განათლების დონის ამაღლებას საქართველოსა და მთელს რეგიონში.

შეხვედრაზე მხარეებმა უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნული უნივერსიტეტის პროგრამების მაღალ სტანდარტზეც ისაუბრეს და საქართველოს შსს-ს აკადემიასთან სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის სამართალდაცვით განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი ერთობლივი პროექტების, სტუდენტთა სასწავლო ვიზიტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების, ასევე, სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების და სამეცნიერო კვლევების დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42