არ გვჭირდება, რომ არჩევნებამდე „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:54, 28 Apr, 2016     1697

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისურვებდა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს:

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, როგორც მოგეხსენებათ ამ საკითხს ორი განზომილება გააჩნია, ეს არის საკუთრების განზომილება და სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის განზომილება.

მე რა თქმა უნდა არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი სასამართლო განხილვაში, თუმცა, როგორიც არის მწვავე, ხშირად, მე ვფიქრობ, რომ სიმართლისგან დაშორებული, თუნდაც არაობიექტური, ხშირად შესაძლოა გული გვეტკინოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიუჟეტები შესაძლოა გადაცემების ბოლოს შუქდებოდეს და ასე შენდეგ, არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს რუსთავი 2-ს გააჩნია რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ არ მივცეთ არანაირი საშუალება სპეკულაციის, ჩვენს ოპონენტებს. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს.

ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედიაკომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს. არანაირად არ ვისურვებდი, რომ რუსთავი 2-ის სტილი რამენაირად შეცვლილი იყოს, კიდევ ერთხელ ვამბობ განსაკუთრებით არჩევნებამდე.

ჩვენ ეს არ გვჭირდება, არ გვჭირდება იმიტომაც, რომ სიმართლე გავაგებინოთ ხალხს და არ მივცეთ საშუალება არავის, რომ ხელზე დაიხვიოს ეს საკითხი და როგორმე პოლიტიკურად გამოიყენოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თემის კომენტირებისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42