ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალ ატაშეს, ქრისტინა კასელას შეხვდა
პოლიტიკა - 16:29, 28 Apr, 2016     1226

სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალი ატაშე, ქრისტინა კასელა წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფოსთვის აგრარული დარგის პრიორიტეტულობის საკითხზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლებზე გაამახვილა.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობისა და აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხებზე.

„ENPARD 1-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში ევროკავშირის მიერ 52 მლნ ევრო გამოიყო, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას მოხმარდა. სახელმწიფოს ძალისხმევითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები, რასაც ENPARD 2 ფაზის დაწყება მოჰყვა, რაც დარგში დამატებით 50 მლნ ევროს კონტრიბუციას გულისხმობს. ყოველივე ზემოაღნიშნულისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და წევრი ქვეყნის მთავრობებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას. ელჩის განცხადებით, ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში, რათა თითოეულ გლეხთან და ფერმერთან მიტანილ იქნეს იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება მოუტანს საქართველოს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42